"აწარმოე უკეთესი მომავლისთვის"

"აწარმოე უკეთესი მომავლისთვის" რეგისტრაცია დაიწყო! 

❗ ჩამოტვირთეთ:

სარეგისტრაციო განაცხადის სახელმძღვანელო

სარეგისტრაციო განაცხადი

გთხოვთ, შევსებული განაცხადი გადმოაგზავნოთ მეილზე: grant@enterprise.gov.ge

რეგისტრაცია გაგრძელდება 12 მაისის ჩათვლით!

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს მომსახურების ცენტრს ნომერზე: 1525.

❗ Ихыжәҩылаа:

Арегистрациатә ҭахҳәага анапхгага

Арегистрациатә ҭахҳәага

Ҳшәыҳәоит, аҭахҳәага харҭәааны иаҳзаашәышьҭырц амеил ала: grant@enterprise.gov.ge

Иацҵаны аинформациа шәоур шәҭахызар, агентра амаҵзуратә центр шәадҵаала аномер ала: 1525.


❗  Скачайте:

инструкцию по заполнению регистрационной заявки

форму регистрационной заявки

Просим переслать заполненную заявку на следующий адрес электронной почты: grant@enterprise.gov.ge



პროგრამის შესახებ:

საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარმატებით განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შემუშავდა ახალისაგრანტო პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“. პროგრამა ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას.

პროგრამის პირობები:

  • აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი,
  • აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში.
  • ასევე 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე;

დაფინანსების მაქსიმალური თანხები:

  • 7 000 ლარამდე  ერთ ბენეფიციარზე, რომელიც უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
  • 15 000 ლარამდე  ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ორი ბენეფიციარისგან, მათ შორის ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს / საქმიანობდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
  • 20 000 ლარამდე ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება სამი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს   / საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე; 
  • 35 000 ლარამდე  ბენეფიციართა ჯგუფზე, რომელიც შედგება ოთხი ან მეტი ბენეფიციარისგან, მათ შორის მინიმუმ ერთი ბენეფიციარი უნდა ცხოვრობდეს   / საქმიანობდეს  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე;

შერჩევის ეტაპები:

  • შერჩევის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირები ავსებენ და არეგისტრირებენ ელექტრონულ ბიზნესგეგმას წინასწარ შექმნილ სპეციალურ ლინკზე (რომელიც განთავსდება აღნიშნულ ვებ-გვერდზე www.enterprisegeorgia.gov.ge) და შევსებული დოკუმენტი იგზავნება ელ. ფოსტის მისამართზე (grant@enerprise.gov.ge); განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომია ქართულ და აფხაზურ ენაზე.
  • პროგრამის მეორე ეტაპზე, სააგენტოს მიერ ხდება ბიზნესგეგმების შეფასება წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით;
  • შერჩევის მესამე ეტაპზე, შერჩეული პოტენციური ბენეფიციარების სია წარედგინება კომისიას, რათა გამოავლინოს საბოლოო გამარჯვებულები;

დასაფინანსებელი მიმართულებები

  • პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ნებისმიერი სახის წარმოება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა და მომსახურების სფერო.