პეტრე კანკავა პანკისის ხეობის სკოლის პედაგოგებს შეხვდა 21.07.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე სემინარის „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ფარგლებში პანკისის ხეობის სკოლის პედაგოგებს შეხვდა.
პეტრე კანკავამ პედაგოგებთან შეხვედრაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სამოქალაქო ჩართულობის პოლიტიკის და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. მან მიმოიხილა პანკისის ხეობაში განათლების, სპორტისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის, ტურისტული პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული ნაბიჯები.
მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ 20 ივლისს გაიხსნა. სემინარში მონაწილეობენ მასწავლებლები პანკისის ხეობიდან და თბილისიდან. სემინარი გახსნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ.
ორი დღის განმავლობაში პედაგოგები შეხვდებიან ექსპერტებს, სამთავრობო სტრუქტურების, ასევე, ნატოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
ორდღიან სემინართა ციკლი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეხუთე წელია, ტარდება.