ქეთევან ციხელაშვილი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა 06.09.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯომარესთან ეუთო-ს მხრიდან გიუნტერ ბეხლერთან და ეუთოს მთავარ მრჩეველთან სამხრეთ კავკასიის საკითხებში არმინ რიზერთან.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებზე შექმნილ ვითარებაზე, განგრძობითი ოკუპაციის პირობებში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი, ასევე კრიმინოგენური და სოციალური მდგომარეობა.

ქეთევან ციხელაშვილმა და ეუთოს წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზეც ისაუბრეს. სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო პროცესში ეუთოს როლს გაუსვა ხაზი და სტუმრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ეუთოს წარმომადგენლებმა სამომავლო თანამშრომლობისა და სამშვიდობო პროცესში ჩართულობისთვის მზაობა გამოხატეს.