ქეთევან ციხელაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა 09.09.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს რაიმუნდ იელეს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვს მიმართულებებით FAO-ს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და რაიმუნდ იელეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა, ასევე, მიმოიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობა, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები.