ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს შეხვდა 12.09.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს
თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომებზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა და სამომავლოდ დაგეგმილ ნაბიჯები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველ დირექტორს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.