ქეთევან ციხელაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს 05.01.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს ულოცავს.  

"გილოცავთ ქრისტეშობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს. ვისურვებდი, რომ ყველა ოჯახში იყოს სიხარული, წარმატება და კეთილდღეობა. ეს დღესასწაულები ყოფილიყოს სულიერი სიმშვიდისა და ბედნიერების მომტანი. ხოლო ახალი, 2018 წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი თქვენი ოჯახებისა და ჩვენი სამშობლოსთვის, სადაც ეთნიკურ სომხებს თავიანთი კულტურით, ტრადიციებით, ისტორიით განსაკუთრებული ადგილი უკავიათ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.  

სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულებს 6 იანვარს აღნიშნავს.