ლაშა დარსალია ზელიმხან იაგუბის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოვიდა 13.01.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია აზერბაიჯანელი სახალხო პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, ზელიმხან იაგუბის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოვიდა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საღამო მნიშვნელოვანი  არაერთი მიზეზის გამოა.

„მე მქონდა პატივი ბატონ ზელიმხანს ერთხელ შევხვედროდი. ეს დიდი ხნის უკან იყო, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელი შეხვედრა აღმოჩნდა. მახსოვს როგორი სიყვარულით ლაპარაკობდა ის თავის მშობლიურ მხარეზე - ბოლნისზე. ზელიმხან იაგუბი კარგი მაგალითია ჩვენი თანამშრომლობის, ძმობისა და მეგობრობის, რაც საუკუნეების განმავლობაშია ჩამოყალიბებული.

„სწორედ ამიტომაც, ზელიმხან იაგუბი დაჯილდოებული იყო როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ღირსების ორდენით. ასევე იყო საქართველოს საპატიო მოქალაქე და მას დიდი ღვაწლი მიუძღვის არა მხოლოდ აზერბაიჯანული კულტურის, არამედ ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების წარმოჩენაში. აქედან გამომდინარე, დღევანდელი დღე ემოციურადაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

ღონისძიებას, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამტრედოს კულტურის სახლში გაიმართა, ასევე დაესწრნენ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს აზერბაიჯანელ ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე ნიზამი მამედოვი, მწერლები, პოეტები და ა.შ.