ბორჯომში სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის სხდომა გაიმართა 07.02.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2017 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში და 2018 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. განისაზღვრა კონკრეტული ღონისძიებები და აქტივობები რაზეც იგი  მომდევნო წელს იმუშავებს.

სხდომა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ გახსნა და ,,სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა.

სხდომაზე ასევე განიხილეს ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები; იმსჯელეს 2017 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებზე; ორწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პირველად ანალიზზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა კობა ჩოფლიანმა წარმოადგინა და ა.შ. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისია შექმნილია „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ ეფექტურად განხორციელების მიზნით. მასში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყება -  განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის,  ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროები, ცენტრალური საარჩევნო კომისია და ა.შ. კომისიის მუშაობას კი კოორდინირებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უწევს.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაეროს ასოციაციის  მხარდაჭერით გაიმართა და მას ასოციაციის "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" ხელმძღვანელი ლაშა ჯუღელიც დაესწრო.