ქეთევან ციხელაშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა 12.04.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან, ჯასტინ მაკკენზი სმიტთან შეხვედრა გამართა და სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გააცნო.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩთან ინიციატივის ძირითად მიმართულებებსა და მიზანზე ისაუბრა.  ხაზი გაუსვა იმ შეღავათებსა და სარგებელს, რომელთაც იგი მოიაზრებს. მიმოიხილეს თუ რა კონკრეტულ სიკეთეებს მოუტანს ინიციატივის განხორციელება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს.

სტუმრებმა სახელმწიფო მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები და  დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გასულ კვირას წარმოადგინა  ინიციატივა, რომლის მიზანი გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.