ქეთევან ციხელაშვილი ერიკა კვაპილოვას შეხვდა 05.07.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელს ერიკა კვაპილოვას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და გაეროს ქართა ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა მიმოიხილეს. საუბარი შეეხო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 1325 ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და მათი განხორციელების მიმდინარეობას.

ერიკა კვაპილოვამ დააფიქსირა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მზაობა მხარი დაუჭიროს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წამოწყებებსა და დაგეგმილ ნაბიჯებს.

დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გზები. ხაზი გაესვა ახალი ინიციატივების შემუშავებისა და განხილვის შესაძლებლობებს.