„როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ - კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ 08.10.2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამყოფ ხაზთან მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის სასწავლო კურსი - „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგნიზაციისა და სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდებოდა, დასრულდა.

ჩვიდმეტივე მსმენელმა კურსი წარმატებით გაიარა. დასკვნით შეხვედრაზე მონაწილეებს სერტიფიკატები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა გადასცეს და კურსდამთავრებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

მონაწილეების შეფასებით კურსი ნაყოფიერი იყო, ვინაიდან მისი მეშვეობით მიიღეს ინფორმაცია სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ სიახლეებზე და ახლა უკვე  შეუძლიათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

სასწავლო/სატრენინგო კურსი  მოიცავდა  ინტერაქტიულ ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენას სხვადასხვა თემაზე. მათ შორის: ახალი ბიზნესიდეის ჩამოყალიბება; ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა; მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა; ბიზნეს მოდელირება; კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და ა.შ.

სასწავლო კურსის მიზანი მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება იყო.