გამყოფი ხაზისპირა სოფელ ოძისში გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ შეხვედრა გაიმართა 09.11.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ თანამშრომლობით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა სოფელ ოძისის საჯარო სკოლაში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც სკოლის პედაგოგები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო, დამსწრე საზოგადოებას გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგისა და მსხვერპლთათვის სახელმწიფო სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. დეტალურად ისაუბრეს ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელთაც სახელმწიფო ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს სთავაზობს.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. შინაგან საქმეთა და ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდის თანამშრომლობმა თითოეულ კითხვას ამომწურავად უპასუხეს.

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 10 აპრილს დაამტკიცა