სახელმწიფო მინისტრმა ამერიკის შერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა 06.12.2018

სახელმწიფო მინისტრმა ამერიკის შერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ქეთევან ციხელაშვილმა როს უილსონს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო და იმ პრობლემებზე ესაუბრა რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი მოქალაქეებს უქმნის.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" გააცნო. თავის მხრივ როს უილსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური ვაშინგტონის მხარდაჭერა მთავრობის სამშვიდობო ინიციატივისადმი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.