ქეთევან ციხელაშვილი გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა 07.12.2018

სახელმწიფო მინისტრი გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ფონდის ხელმძღვანელს შეხვდა

ფონდის ხელმძღვანელ ჯელელ ჯენის ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით არსებული მძიმე ვითარება გააცნო.  სახელმწიფო მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ფონდის ხელმძღვანელს ინფორმაცია  მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შესახებ მიაწოდა და დიდ ბრიტანეთს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ერთობლივი ფონდის ხელმძღვანელმა თავის მხრივ მზადყოფნა გამოხატა სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებაში დამატებით დახმარებაზე. 

გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ფონდი, რომელიც თავის თავში აერთიანებს კონფლიქტის, უსაფრთხოების და სტაბილურობის ფონდს, 70 ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს და მისი მთავარი მიზანი უსაფრთხოებისა და განვითარების ხელშეწყობაა იმ ქვეყნებში, რომელებსაც ქონდათ კონფლიქტები.