„ვისურვებდი იმ ამოცანებისათვის, რასაც გიგა ოთხოზორია და უამრავი ჩვენი თანამემამულე შეეწირა, მშვიდობით, შერიგებისა და ერთიანობის გზით მიგვეღწიოს“ 05.01.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს მთავრობის სახელით, პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გიგა ოთხოზორიასათვის (გარდაცვალების შემდგომ) მედლის „სამოქალაქო თავდადებისათვის“ გადასაცემად, ზუგდიდში,  მის ოჯახში იმყოფებოდა. გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისათვის დაჯილდოვდა. მედალი მის ქვრივს გადაეცა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, აღნიშნული ნაბიჯით საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გიგა ოთხოზრიას და გამოხატა პატივისცემა მისი ოჯახის მიმართ.

„საქართველოს მთავრობის სახელით, გიგა ოხოზორიას ოჯახს გადავეცით მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“, იმ თავგანწირვისათვის, რაც მან გამოიჩინა.აქ იზრდება ორი არაჩვეულებრივი ბავშვი, გიგას ორი შვილი და მინდა მათ, გიგას მთელ ოჯახს ბედნიერი ახლი წელი ვუსურვო. მთელ საქართველოს ვუსურვებ, რომ იმ ამოცანებისათვის, რასაც გიგა და უამრავი ჩვენი თანამემამულე შეეწირა, მშვიდობით, შერიგებისა და ერთიანობის გზით მიგვეღწიოს.

„არ შემიძლია არ ვთქვა ის, რაც ამ ოჯახში ქალბატონი ჯულიეტასგან, გიგას დედისგან გავიგე - ადამიანმა, რომელიც შვილმოკლული დედაა  თქვა, რომ ამ ტივილის მიუხედავად  ვერც აფხაზებსა და ვერც ოსებს მტრებად ვერ აღიქვამს და ისინი  ახლობლებად მიაჩნია. ამით ჩვენ ყველას მოგვცა ძალა  და მოგვიწოდა, რომ შერიგებისა და ერთობის აღდგენისათვის ვიმუშავოთ. ეს საოცარი სიტყვები, გრძნობა, გამძლეობა და მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის, რაც გვაკისრებს პასუხისმგებლობას და გვანახებს გზას, რომლითაც უალტერნატივოდ უნდა ვიაროთ. მთავრობას ამ მიმარუთელებით ძალიან მნივნელოვანი გეგმები აქვს,“ -აღნიშნა ქთევან ციხელაშვილმა.

,,დღეს გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ შვილდაღუპულმა დედამ თქვას და ახსენოს ჩვენი ერთობა. ჩვენთვის, ყველასთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს გულგახსნილობა, რომელიც შერიგებისა და ქვეყნის გამთლიანების საწინდარია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


გიგა ოთხოზორია აღნიშნულ მედალზე სახელმწიფო მინისტრის აპარატმა წარადგინა. საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის ოჯახებმა  საახალწლოდ, ერთჯერადი დახმარების სახით, 2000-2000 ლარი მიიღეს.