ქეთევან ციხელაშვილი ტოივო კლაარს შეხვდა 04.02.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი  ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს ტოივო კლაარს შეხვდა.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებსა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე მიაწოდა. ყურადღება გაამახვილა ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვაზე, რის გამოც ისედაც შეზღუდული გადაადგილება კიდევ უფრო გართულებულია და რაც ადგილობრივ მოსახლეობას, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს,დამატებით სირთულეების უქმნის. დეტალურად ისაუბრა აღნიშნული შეზღუდვით გამოწვეულ ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემებზე.

საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" იყო. სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა ინიციატივის განხორციელების მიმდინარეობა და პროცესი.                                   

შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის, როგორც საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის    განსაკუთრებული როლი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში.