რუსლან აბაშიძე ერიკ ჰოგს შეხვდა 08.04.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს,  ერიკ ჰოგს შეხვდა.

შეხვედრაზე პირველ რიგში სოფელ შამგონადან გატაცებული გელა როსტობაიას საკითხზე იმსჯელეს, რომელიც ამ მომენტისათვის უკვე გათავისუფლებულია. იგი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწორედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გადმოიყვანა.

საუბრის  ერთ-ერთი მთავარი თემა  2-3 აპრილს ჟენევაში გამართული  საერთაშორისო მოლაპარაკებები იყო. სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ სტუმარს მის მიმდინარეობასა და შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდა. დეტალურად ისაუბრა  47-ე რაუნდზე განხილული თემების შესახებ.

მოგვიანებით საუბარი  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ირგვლივ წარიმართა. აღინიშნა გალში IPRM-ის აღდგენის საჭიროება და სამუშაო, რომელიც ამ მიმართულებით ტარდება.

ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლსა და მისი საქმიანობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვრების საქმეში.