სახელმწიფო მინისტრი ტოივო კლაარს შეხვდა 13.05.2019

ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და სამშვიდობო ინიციატივა-ეს ის მთავარია საკითხებია, რაზეც ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და საქართველოს კრიზების საკითხებში ტოივო კლაარს ესაუბრა.

სახელმწიფო მინისტრმა სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განხორციელებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გააცნო და იმ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, რომელიც სამშვიდობო ინიციატივითაა გათვალისწინებული,  მიზნად კი  ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და მათი ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოყვანას ისახავს.

ტოივო კლაართან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე ჟენევის დისკუსიები, დღის წესრიგში არსებული საკითხები და მიღწეული პროგრესი იყო.

მხარეებმა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვეს ჟენევის დისკუსიების დიდ მნიშვნელობას.