ქეთევან ციხელაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს ჯიჰან სულთანოღლუს შეხვდა 18.07.2019

ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, მდინარე ენგურზე გადასასვლელის ჩაკეტვა და ჟენევის მოლაპარაკებები საუბრის მთავარი თემა იყო სახელმწიფო მინისტრისა და ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენლის ჯიჰან სულთანოღლუს შეხვედრისას.

ქეთევან ციხელაშვილმა გაეროს წარმომადგენელს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესახებ დეტალურად გააცნო. საუბარი  შეეხო ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების 48-ე რაუნდსაც, შეხვედრის მონაწილებაა ერთხმად აღნიშნეს არსებული ფორმატის მნიშვნელობა მოლაპარაკებების პროცესში.

ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებში გაეროს წარმომადგენელს სამშვიდობო ინიციატივის,, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 

სახელმწიფო მინისტრმა  აღნიშნა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლების მხრიდან სამშვიდობო პროგრამის მიმართ ინტერესი დიდია, რასაც საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობაც ადასტურებს.