ქეთევან ციხელაშვილი გუგუტიანთკარზე: „ამ ეტაპზე არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს“ 09.08.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილი სოფელ გუგუტიანთკარში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სოფელში ბარიკადების მშენებლობის პროცესი შეჩერებულია.

„ამ ეტაპზე  არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს, თუმცა ეპიზოდს, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციასა და ბარიკადების მშენებლობას უკავშირდებოდა, ადგილი ჰქონდა 7 აგვისტოს და საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერადვე, 7 აგვისტოს შუადღეს ცხელი ხაზი რამდენჯერმე გააქტიურეს. 7 აგვისტოსვე იყო საგარეო უწყების კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ალბათ იმასაც მიხვდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უშუალოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი შემთხვევით არ მოხვდებოდა და ამას გარკვეული მუშაობა უძღოდა წინ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.