ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა 12.08.2019

ქეთევან ციხელაშვილის ხელმძღვანელობით  სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელიც  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების განვითარებისა და გაძლიერების, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

სამუშაო შეხვედრაზე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა სახელმწიფო მინისტრს სამოქალაქო ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებსა და მიმდინარე პროცესებზე საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს. წარმოადგინეს თავიანთი წინადადებები და ინიციატივები.

შეხვედრის მთავარი მიზანი ინფორმაციის გაცვლა და სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების განხილვა იყო. აქტივობების, რომლებიც მიზნობრივად უპასუხებენ ეთნიკური უმცირესობებისათვის მნიშვნელოვანი თითოეული  საკითხის გადაჭრას.

საბჭოში, რომლის პირველი სხდომაც 2019 წლის თებერვალში გაიმართა,  სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები შედიან.