ლია გიგაური კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო. 15.10.2019

შერიგებასა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური კოსტა ხეთაგუროვის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშფერანში ოსი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სკოლის ეზოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანემა დიმიტრი სანაკოევმა გახსნა.

„კოსტაობისთვის“ არაშფერანს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ.

დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო დოღი და შეჯიბრი ჭიდაობაში. ადგილობრივმა შემოქმედებითმა ჯგუფებმა საზეიმო კონცერტი გამართეს. „კოსტაობაზე“ მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული და ოსური სამზარეულოს კერძები დაეგემოვნებინა.