ქეთევან ციხელაშვილმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა 17.10.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კვიპროსზე ქალაქ ნიქოზიაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

სახელმწიფო მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება გაუზიარა და 1990-იანი წლებისა და 2008 წლის შეარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესი, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი საკოორდინაციო მექანიზმების საქმიანობა გააცნო.

ნიქოზიაში გამართული კონფერენციის თემას "უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული მექანიზმები-დაკარგულთა ბედის გარკვევა და მათი ოჯახების მხარდაჭერა" წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული ორი საკოორდინაციო მექანიზმი ფუნქციონირებს, რომელთა ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს ნეშტების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ორმხრივი შეხვედრის ფორმატში კვიპროსის პრეზიდენტის კომისარს ჰუმნიტარულ და დიასპორის საკითხებში ფოტის ფოტიუს და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, კვიპროსში განთავსებულ გაერო-ს სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელს ელიზაბეტ სპეჰარს შეხვდა.