სოფელ იორმუღანლოში გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 25.11.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იურიდიული დახმარების სამსახურსა და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, სოფელ იორმუღანლოში გენდერული თანასწორობის, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ადგილობრივები დაესწრნენ, მოსახლეობას აღნიშნულ თემებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინსიტროს, სახალხო დამცველის აპარატის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეულ ზემოთჩამოთვლილ საკითხზე და ასევე ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელთაც სახელმწიფო ძალადობით დაზარალებულ ადამიანებს სთავაზობს. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა თითოეულ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

აღნიშნული საქმიანობა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციისა სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის გენდერული მეინსტრიმინგის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ღონისძიება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმისა და სექსუალური შევიწროების 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც საქართველო ყოველ წელს უერთდება.