ქეთევან ციხელაშვილი ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა 07.02.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოსა და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

ქეთევან ციხელაშვილმა ელჩს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულება გააცნო. სახელმწიფო მინისტრმა ჯასტინ მაკკენზი სმიტს მიაწოდა ინფორმაცია როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე და დაგეგმილ საქმიანობაზე, ისე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით შერიგების, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის პოლიტიკის შესახებ.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილი ვითარება. საუბარი, ასევე, შეეხო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დიდი ბრიტანეთის ჩართულობის და პროექტების მნიშვნელობას. სახელმწიფო მინისტრმა და ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ქეთევან ციხელაშვილმა ჯასტინ მაკკენზი სმიტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.