ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოში მეგობარი ქვეყნების ელჩების ჯგუფს შეხვდა 15.02.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოში მეგობარი ქვეყნების ელჩების ჯგუფს შეხვდა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა, ყურადღება გამახვილდა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებაზე. ქეთევან ციხელაშვილმა ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტების, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ინიციატივებისა და აქტივობების შესახებ.
სახელმწიფო მინისტრმა ელჩებს მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოსა და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან განგრძობითი მხარდაჭერისათვის. მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებლი მნიშვნელობა ენიჭება ნდობის მშენებლობისაკენ მიმართულ პროექტებს, რომლებსაც ევროსაბჭო წლების განმავლობაში უჭერს მხარს. თავის მხრივ, ელჩებმა სახელმწიფო მინისტრს კვლავაც აღუთქვეს მხარდაჭერა.
შეხვედრა ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, სტრასბურგში გაიმართა.