აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით 12.03.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:

„ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც ოკუპაციის პირობებში აქამდე ჩატარებული სხვა მსგავსი აქტივობები, არის არალეგიტიმური. შესაბამისად, პროცესი, ისევე როგორც შედეგი, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და მას არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა. საერთაშორისო თანამეგობრობას უკვე აქვს მკაფიო და მკვეთრი პოზიცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან და მსგავს პროცესებთან დაკავშირებით.

მიმდინარე ოკუპაციის ფონზე და იმ პირობებში, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოდევნილია, ხოლო დღეს იქ მცხოვრები ადამიანების უფლებები უხეშად ილახება, ყველა მსგავსი პროცესი, მათ შორის ცხინვალის რეგიონში მოახლოებული ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი, ყოველგვარ ლეგიტიმაციას მოკლებულია.“