პეტრე კანკავამ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა 08.05.2017

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის შესახებ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა ევროპის საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

პეტრე კანკავამ სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ჩატარებული კამპანიის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ცნობიერების ამაღლების ამგვარი კამპანიის ჩატარდება ასევე აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შეხვედრაზე აღნიშნული მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკაც განიხილეს.
აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ჩატარდა ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობის პროექტის კონტექსტში, რომელიც ბენეფიციარ ქვეყნებს აწვდის ფოკუსირებულ, მოქნილ და საპასუხო დახმარებას ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლისა და მისი პრევენციის სფეროში.