მინისტრი

 
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი


დაბადების თარიღი: 1978 წლის 21 აგვისტო, ქ. ქუთაისი.

განათლება:
2006 წლიდან ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.
2011 წ. - აკადემიური მკვლევარი ფრიბურგის უნივერსიტეტში (შვეიცარია).
2007 წ. - ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია) გაიარა საზაფხულო კურსი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.
1999–2000წწ. - ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში (უნგრეთი) მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრის ხარისხი.
1995 – 1999წწ. - დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
1998-1999 წწ. - სამოქალაქო განათლების პროექტის (CEP) კურსები, (უნგრეთი)

სამუშაო გამოცდილება:
2016 წ. აგვისტო - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
2012-2016 წწ. - სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
2012 წლის იანვრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე - აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე.
2006-2012 წწ. - ლიბერალური აკადემია თბილისის (LAT) დირექტორი.
2008 წლიდან დღემდე ილიას უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ევროპათმცოდნეობაში.
2002-2010 წწ. - ფრიდრიხ ნაუმანის სახელობის ფონდის კონსულტანტი საქართველოში.
2007-2009 წწ. - ევროპის სტაბილურობის ინიციატივის (ESI) ანალიტიკოსი საქართველოში.
2004-2006 წწ. - კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის თანაშემწე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.
2001-2002 წწ. - ჰამბურგის უნივერსიტეტის (გერმანია) ეუთოს კვლევის ცენტრის (CORE) მკვლევარი.
2002წ.- ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი-თანაშემწე - ბრიუსელი, ბელგია.
2001 წ. - მიწვეული მკვლევარი-თანაშემწე უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში (ECMI) - ფლენსბურგი, გერმანია.
2000-2001 წწ. - რედაქტორის თანაშემწე ელექტრონულ ჟურნალ Transition Online-ში.
2002-2004 წწ.- კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში (ICCN) პროგრამის მენეჯერი და უფროსი ანალიტიკოსი.
1998-1999 წწ.- საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში მთავარი სპეციალისტი.
1998წ.- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე.
1996-1998 წწ. - გაეროს ახალგაზრდული ორგანიზაციის საქართველოს განყოფილების (UNOY) პროექტების ასისტენტი.

ენები: ინგლისური და რუსული
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და 2 შვილი