მინისტრის მოადგილე



შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგაური

დაბადების თარიღი:
1960 წ. 7 ნოემბერი
დაბადების ადგილი:
ქ.თბილისი


განათლება

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი, დოქტორანტურა, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი - 2012-2018
თემა: „საქართველოს ზოგადი განათლების სისტემური რეფორმების მენეჯმენტის ანალიზი“
ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭო (NCEE) და ამერიკის განათლების დეპარტამენტი, აშშ
„საერთაშორისო ეკონომიკა“, ეკონომიკის სწავლების მეთოდები - 2002-2003
მარკეტინგისა და მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of Stock Market and Management), მოსკოვი
მენეჯმენტის კურსი - 1999-2000
საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტი
მათემატიკის სწავლების მეთოდები, ასპირანტურა - 1992-1995
ივ. ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფიზიკის ფაკულტეტი / ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი, მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტი: 1977-1980-1982


სამუშაო გამოცდილება (ბოლო 10 წელი)

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - 2018 ოქტომბერი - დღემდე;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - 2018 ივლისი - 2018 სექტემბერი;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე - 2013 აგვისტო - 2018 ივლისი;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2012 ნოემბერი - 2013 აგვისტო
ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი
აშშ-საქართველოს სამართლებრივი განათლების პროგრამა - GLSP, PH International, საერთაშორისო პროექტი - 2008-2012 
განათლების ადმინისტრირების ექსპერტი; შემდეგი მოდულების ავტორი და ტრენერი: „სკოლის უსაფრთხოების მართვა“, „დისციპლინური კომიტეტების განვითარება“, „სამართლებრივი განათლება“, „სოციალური მედია სკოლაში“, „ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი - 2012
სკოლის დირექტორების ტრენინგის პროგრამის ტრენერი
სსიპ - ქალაქ თბილისის  №165 საჯარო სკოლა - 2007-2012
დირექტორი
საგანმანათლებლო ცენტრი – CAC  - 2005-2012
მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი
უნივერსიტეტი „კავკასიის აკადემიური ცენტრი“ - 2005-2010
ასისტენტ–პროფესორი; 12 სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი (მიმართულება - მენეჯმენტი)
აშშ-ის ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭო (NCEE) წარმომადგენლობა საქართველოში, ეკონომიკური განათლების და განვითარების ცენტრი (CEED) - აშშ-ის განათლების დეპარტამენტი - 2004-2011
სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა - „ერთად ვაშენოთ ქვეყანა“, კოორდინატორი; სასკოლო ეროვნული ოლიმპიადა ეკონომიკაში, კოორდინატორი
„Junior Achievement – საქართველო“ - 2003-2007
ტრენერი, (მიმართულება - “საგანმანათლებლო დაწესებულების მენეჯმენტი“, „სკოლის განვითარება და მენეჯმენტი“, „სკოლის დირექტორების განვითარება“, „სკოლის სტრატეგიული მართვა“, „ეკონომიკის მასწავლებელთა განვითარება“)
BC ბიზნესის კლინიკა - 2006-2008
საჯარო და კერძო სექტორის მართვისა და სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ეკონომიკური განათლების და განვითარების ცენტრი (CEED) - 2006-2007 
პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის პროგრამა, მასწავლებელთა გადამზადება - „მეწარმეობის საფუძვლები“, ტრენინგ-მოდულის ავტორი, ტრენერი
სსიპ - ქალაქ თბილისის  №66 საჯარო სკოლა - 2000-2006 
პედაგოგი (მიმართულება - ეკონომიკა)
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტი,  ასოციაცია „განათლება, დასაქმება, პროგრესი“ - 2004 – 2005 
პროექტი “ეკონომიკა“ არაქართული სკოლების პედაგოგებისათვის
კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრი „ერუდიტი“ - 2000-2004 
საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი
საგანმანათლებლო ცენტრი „ერუდიტი”, ფონდი „ჰორიზონტი“ - 2001-2003 
მცირე ბიზნესის განათლების პროგრამა „ეფექტური მართვის ორგანიზება” - კოორდინატორი
მანამდე, ფიზიკის მასწავლებელი სხვადასხვა სკოლებში, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი სხვადასხვა უნივერსიტეტებში - 1983-2003


საკვალიფიკაციო კურსები

PH-International, აშშ
საქართველოს სამართლებრივი განათლების ფარგლებში გაცვლითი პროგრამის კომპონენტი ექსპერტებისათვის - 2010
ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი
„ეკონომიკური კვლევის მეთოდები“, საერთაშორისო სემინარი - 2009
Education Policy and Strategy Planning Simulation Project („განათლების პოლიტიკა და სტრატეგიული დაგეგმა“), პოლონეთი
“Policy and Strategy for the Development of Education” - 2009
ბამბერგის უნივერსიტეტი, შვეიცარია
„ცვლილებები, IT ინოვაციები და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი წინსვლისათვის“ - 2008
კავკასიის განათლების და განვითარების ცენტრი
კონფლიქტების და კომუნიკაციების მენეჯმენტი - 2006
ბუდაპეშტის ღია საზოგადოების (NIS) უნივერსიტეტი
ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები ეკონომიკური პოლიტიკის კურსში - 2005


უცხო ენები
ინგლისური; რუსული