საბაკალავრო და სამაგისტრო განათლება

ერასმუს+

ევროკავშირის ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართელოს ხდის პარტნიორ-სახელმწიფოთ Erasmus+-ის პროგრამაში.პროგრამის საშუალებით მას ეძლევა უფლება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მიმართულებისა და საგრანტო კონკურსებში.

პროგრამა Erasmus+ Degree Mobility საშუალებას აძლევს პარტნიორი ქვეყნის სტუდენტს მიიღოს დაფინანსება უცხოეთში მაგისტრის ხარისხის ასაღებად თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისამებრმ. სტიპენდია ფარავს სწავლის,მოგზაურობისა და საცხოვრებლის გადასახადებს შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ინფორმაცია, რომელიც ეხება ახალ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებს შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/calls-for-proposals-tenders .დეტალური ინფორმაცია Erasmus+-ზე დევს საიტზე: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/resources#tab-1-0

ევროპული კომისია არის პასუხისმგებელი Erasmus+ პროგრამის ადმინისტრირებაში,თუმცა პროგრამის რეალიზება ხდება ნაციონალური საააგენტოების მეშვეობით.ამასთან დაკავშირებით Erasmus+ ნაციონალური ოფისი მოქმედებს საქართველოში ( www.erasmusplus.org.ge ),რათა გააუმჯობესოს ინფორმირებულობა, ხილვადობა, აქტუალურობა, ეფექტიურობა და მნიშვნელობა Erasmus + პროგრამის საერთაშორისო კომპონენტებისა და ხელი შეუწყოს პროგრამის გავრცელებას საქართველოში და დაეხმაროს იმ სტუდენტებს რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროგრამაში მონაწილეობით. 2016 წელს თხუთმეტმა ქართველმა სტუდენტმა მოიპოვა დაფინანსება Erasmus Mundus-ის სამაგისტრო კურსებზე.

ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამა აღმოსავლეთ პარტმიორ ქვეყნებისათვის

ვიშეგრადის ფონდი სთავაზობს სტიპენდიებს კონკრეტულად იმ სტუდენტებს რომლებიც არიან აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნებიდან, რომელშიც შედის საქართველოც.
სტიპენდიები უზრუნველყოფს და მიმართულია მაგისტრებისა და პოსტმაგისტრების (დოქტორანტების/პოსტდოქტორანტების) სწავლაზე/კვლევაზე V4 რეგიონის უმაღლეს სასწავლებელში (ჩეხეთი,უნგრეთი,პოლონეთი და სლოვაკეთი).
აპლიკანტებმა თავისით უნდა მიმართონ V4 რეგიონის უნივერსიტეტებს და გააგზავნონ ონლაინ აპლიკაცია მოცემულ გვერდზე: http://my.visegradfund.org/scholarships .სტიპენდია ფარავს საჭირო გადასახადებს,რომლებიც დაკავშირებულია სწავლასა და საცხოვრებელთან v4 ქვეყანაში,ასევე შეიძლება მოიცავდეს გრანტს მოგზაურობისათვის.დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:http://visegradfund.org/scholarships/visegrad-scholarship-program-eap/
დიდი ბრიტანეთის ჩივინგის სტიპენდიები


დიდი ბრიტანეთი

ჩივნინგის სტიპენდიები არის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს გლობალური სტიპენდიების პროგრამა,რომელიც ფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და თანამეგობრობის და პარტნიორი-ორგანიზაციების მიერ.პროგრამა სთვაზობს სტიპენდიებს ლიდერობის პოტენციალით გამორჩეულ სტუდენტებს საქართველოდან,რომ მიიღონ მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ საგანში,ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში.
სტიპენდია ფარავს სწავლის,მგზავრობისა და საცხოვრებლის გადასახადს დიდ ბრიტანეთში.
ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის ნებისმიერი მიმართულება დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში და გააგზავნონ ონლაინ აპლიკაცია.დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: http://www.chevening.org/georgia/
საქართველოს ბანკიც იძლევა დაფინანსების საშუალებას.წელს საქართველოს ბანკი თანა აფინანსებს რამდენიმე სტიპენდიას, რომელიც მიმართულია კონკრეტულად ქართველ სატუდენტებზე რომლებსაც სურთ შეისწავლონ ბიზნესის,ფინანსირების,ინოვაცია/ინჟინერიის ან IT-ის სფეროები.


გერმანია DAAD

DAAD არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია,რომელიც აფინანსებს სტუდენტებისა და მკვლევარების საერთაშორისო გაცვლით პროგრამას.ორგანიზაცია გასცემს გრანტებსა და სტიპენდიებს გერმანიაში სასწავლებლად. DAAD-ს გააჩნია რამდენიმე საინფორმაციო ცენტრი მსოფლიოში რათა დაეხმარონ სტუდენტებს,რომლებსაც სურთ გერმანიაში სწავლა.ამის გამო DAAD-ის ცენტრი მოქმედებს თბილისში ( http://ic.daad.de/tbilissi// ).

DAAD სთვაზობს სტიპენდიებს სტუდენტებს,მაგისტრებსა და მეცნიერებებს საგნების და კვლევების ფართო არჩევანს, უმეტესწილად გერმანულ,მაგრამ ამავდროულად ინგლისურ ენებზე.სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:https://www.daad.de/deutschland/stipendium/en/ .სტიპენდია ფარავს გერმანიაში სწავლისა და საცხოვრებლის საფასურს. განაცხადის შეტანის პროცედურა შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით თუ რა სასტიპენდიო პროგრამას აირჩევს ზოგადად, სტუდენტი,რომელსაც სურს DAAD-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება,ისინი ვალდებული არიან შეავსონ ონლაინ აპლიკაცია მოცემულ ბმულზე: https://www.daad.de/deutschland/stipendium/hinweise/en/8527-application-forms-downloads/

იაგელონის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სტიპენდიები

ევროპული კვლევის ცენტრი (CES) ,იგივე იაგელონის უნივერსიტეტი კრაკოვში სთავაზობს, სტუდენტებს საქართველოდან, სამაგისტრო პროგრამებს ევროპულ კვლევებზე.

სტიპენდიები ფარავს პოლონეთში სწავლასთან და საცხოვრებელთან დაკავშირებულ გადასახადებს.დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე: http://www.ces.uj.edu.pl/prospective/graduate
იაპონიის მთავრობის სტიპენდიები
განათლების,კულტურის,სპორტის,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების (MEXT) სამინისტრო სთავაზობს სტიპენდიებს საზღვარგარეთის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ძირითადი სამაგისტრო კურსის გავლა იაპონიის უნივერსიტეტებში, სტუნდეტი-მკვლევარის სტატუსში (ხარისხის მქონე ან არ მქონე) ,იაპონური მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის ქვეშ.
დაინტერესებულმა ქართველმა სტუდენტებმა უნდა შეიტანონ განაცხადი იაპონიის საელჩოში საქართველოში.ყველა დოკუმენტი შესწავლილი იქნება საელჩოს მიერ.
პროგრამის სახელმძღვანელო და დეტალური ინფორმაცია განაცხადის შეტანის აუცილებელ დოკუმენტებზე შეგიძლიათ ნახოთ გვერდზე:
სომხეთის მთავრობის სტიპენდიები
სომხეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, სომხეთის მთავრობა სთავაზობს 10 სტუდენტს საქართველოდან სწავლის შესაზლებლობას სომხეთის სხვადასხვა სახელმწიფო უნივესრსიტეტის ფაკულტეტებზე, რათა მიიღონ მაგისტრისა და დოქტორანტის ხარისხები.
შესაბამისი კანდიდატურების არჩევას ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.


ჩეხეთი

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის ფარგლებში, 2017-2018 სასწავლო წელს დაფინანსდება 7 ქართველი სტუდენტი, მათ შორის ორი აფხაზეთის რეგიონიდან.
4 სტიპენდია განკუთვნილია ჩეხური ენის მცდონე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის. დარჩენილი სამი სტიპენდია კი ეთმობა ინგლისურენოვან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.
ქართველი სტუდენტებისთვის რეკომენდებულია შემდეგი მიმართულებები:
ჩეხურ ენაზე - სამედიცინო, ტექნიკური სფერო, საინჟინრო, ეკონომიკა, ჰიდროგეოლოგია, მეტოროლოგია, საინჟინრო გეოლოგია და ქიმია.
ინგლისურენოვანი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს ქვემოთ ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში:
ეკონომიკა
• ჩეხეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პრაღა
• მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო
• ტომაშ ბატას უნივერსიტეტი, ზლინი
სოფლის მეურნეობა
• ჩეხეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პრაღა
• ვეტერინარული და ფარმაცევტული მეცნიერებების უნივერსიტეტი, ბრნო
ინფორმატიკა
• ჩეხეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, პრაღა
• მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო
• პალაცკის უნივერსიტეტი, ოლომოუცი
• ტომაშ ბატას უნივერსიტეტი, ზლინი
გარემოს დაცვა
• პალაცკის უნივერსიტეტი, ოლომოუცი
ენერგეტიკა
• ლიბერეცის ტექნიკური უნივერსიტეტი, ლიბერეცი
• VSB - ტექნიკური უნივერსიტეტი, ოსტრავა

სტიპენდია ფარავს ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრებასა და სწავლასთან დაკავშირებულ ყველა აუცილებელ ხარჯს.
დეტალური ინფორმაცია ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
 


ლატვია

ლატვიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანმხების საფუძველზე ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო 2017/2018 აკადემიური სასწავლო წლისთვის გამოყოფს სტიპენდიებს საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ასევე გამოიყოფა სტიპენდიები საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებისთვის.
სასტიპენდიო პროგრამაზე მიიღება იმ სტუდენტთა აპლიკაციები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სწავლების ერთი აკადემიური წელი. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სტიპენდია შეადგენს ყოველთვიურად 500 ევროს, ხოლო დოქტურანტურის სტუდენტებისთვის - 670 ევროს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისთვის სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება 5 თვე და დაფინანსება შეადგენს 300 ევროს თვეში.
ლატვიის მხარის მიერ შემოთავაზებული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს, ასევე, საზაფხულო სკოლასაც, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს. საზაფხულო პროგრამის განმავლობაში დაფინანსება შეადგენს 711 ევროს.
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ, ვებ-გვერდის საშუალებით.
ინგლისურენოვანი პროგრამები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს ქვემოთ ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში:
სოფლის მეურნეობა და რეგიონული ეკონომიკა
• ლატვიის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, ელგავა

არქიტექტურა
• ბიზნესის, ხელოვნებისა და ტექნოლიგიის უნივერსიტეტი “RISEBA”, რიგა
ბიზნესის ადმინისტრირება
• რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა, რიგა
• ვენსტპილსის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ვენტსპილსი
• ISMA განოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, რიგა
ევროპული ინტეგრაცია და გლობალური კვლევები
• ლატვიის უნივერსიტეტი, რიგა
ევროპული კვლევები
• ბალტიის საერთაშორისო აკადემია
საერთაშორისო ფინანსები
• ბიზნესის, ხელოვნებისა და ტექნოლიგიის უნივერსიტეტი “RISEBA”, რიგა

დეტალური ინფორმაცია სხვა სასწავლო პროგრამებისა და უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ ბმულზე http://www.studyinlatvia.lv/niid_search?qy=&level_1=&page=1


ლიტვა

ლიტვის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სახელმწიფო გრანტებს ლიტვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურაზე სწავლისათვის.
დეტალური ინფორმაცია საჭირო დოკუმენტაციისა და პროგრამის გათვალისწინებული პირობების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: .
ასევე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების ხელშემწყობი ფონდის მიერ გამოცხადებული სტიპენდიებით ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში მაგისტრატურაზე სწავლებისთვის, ლიტვური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებში და ლიტუანისტიკის (ან ბალტისტიკის) სასწავლო პროგრამებში მონაწილეობისთვის. იხილეთ ფონდის ვებგვერდი:
გარდა ამისა, ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოსა და ლიტვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის გაფორმებული შიდა საუნივერსიტეტო შეთანხმებებით:
კლაიპედის უნივერსიტეტი:
• საქართველოს უნივერსიტეტი;
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი;
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
• საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი;
• პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;
• თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
ვილნიუსის გედიმინას სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი:
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
• საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
მიკოლას რომერის უნივერსიტეტი:
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი;
• გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი;
კაზიმირას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტი:
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• კავკასიის უნივერსიტეტი;
• საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტი:
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
• ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
კაუნასის ტექნიკური უნივერსიტეტი:
• კავკასიის უნივერსიტეტი;
ვიტაუტას დიდის უნივერსიტეტი:
• ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;


ესტონეთი

ესტონეთში არსებული სასწავლო პროგრამებისა და სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სპეციალურ ვებ გვერდზე:
აღნიშნულ პორტალზე შესაძლებელია სასურველი საბაკალავარო/ სამაგისტრო/ სადოქტორო პროგრამის შერჩევა და აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით გამოყოფილი ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციის მოძიება.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების თანამშრომლობის“ ფარგლებში, ყოველწლიურად, დაინტერესებული ესტონური უნივერსიტეტებისთვის მათი პრიორიტეტებისა და მოთხოვნის შესაბამისად, სასწავლო
პროგრამებზე გამოიყოფა სტიპენდიები; შემდგომ, აღნიშნული სტიპენდიები თავად უნივერსიტეტების მიერ ცხადდება და თითოეული სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია კონკრეტული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საბაკალავრო/ სამაგისტრო/ სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი უნივერსიტეტების მიხედვით ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე:


შვედეთი

2011 წელს სამთავრობო სააგენტო „შვედურმა ინსტიტუტმა“ შეიმუშავა სასტიპენდიო პროგრამა, ე.წ. “ვისბის პროგრამა“ (Visby Program), რომელიც ფარავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებსაც. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შვედეთი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში, ფინანსდება უმაღლეს სასწავლებელში სწავლის, ქვეყანაში ცხოვრების, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯები. დაწვრილებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე
ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები შვედეთის უნივერსიტეტებში მოიცავს შემდეგ მიმართულებებს ქვემოთ ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში:
ანტიკური და შუა საუკუნეების ფილოსოფია (MA)
გოტენბურგის უნივერსიტეტი

არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება (Msc)
ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
ბიზნეს-ადმინისტრირება და პოლიტიკური მეცნიერება (BA)
სტოკჰოლმის უნივერსიტეტი
საერთაშორისო კონფლიქტები
მალმოს უნივერსიტეტი
დეტალური ინფორმაცია სხვა სასწავლო პროგრამებისა და უნივერსიტეტების შესახებ იხილეთ ბმულზე
საფრანგეთი
ფრანგულ სასტიპენდიო პროგრამებს, რომელიც გამიზნულია ქართველი სტუდენტებისა და კურსდამთვარებულებისათვის, საქართველოში კოორდინირებას უწევს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ( ).
აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამები იყოფა ოთხ ძირითად ჯგუფად:
საფრანგეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი სამაგისტრო სტიპენდიები:
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით და საშუალებას აძლევს ოცამდე ქართველ სტუდენტს საფრანგეთში გაიაროს ერთწლიანი სამაგისტრო კურსი.

პროგრამა ცხადდება ყოველი წლის იანვრის დასაწყისში.

საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა გამარჯვებულ კონკურსანტებს უზრუნველყოფს:
● ყოველთვიური სტიპენდიით
● ადგილით საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში
● ფრანგულ უნივერსიტეტში რეგისტრაციის ხარჯებისგან განთავისუფლებით
● ჯამნრთელობის დაზღვევით
● ადმინისტრაციული მხარდაჭერით უნივერსიტეტში რეგისტრაციისას და ვიზის მისაღბი პროცედურების გავლისას http://www.ambafrance-ge.org/

სადოქტორო სტიპენდიები
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი დაინტერესებულ მკლევრებს სთავაზობს საფრანგეთში სამეცნიერო სტაჟირების დაფინანსების შესაძლებლობას (მაქსიმუმ ოთხი თვის ხანგრძლივობით) დოქტორანტები იმუშავებენ თავიანთი კვლევის პროექტზე ფრანგი თანახელმძღვანელის მეთვალყურეობით. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში.

თეოლოგიის სტიპენდიები
თეოლოგიის სფეროში სასწავლო სტიპენდიების პროგრამა განკუთვნილია საფრანგეთის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული თეოლოგიური სწავლებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის, უპირატესად კი რელიგიური პირებისათვის. პროგრამა ეხება ნებისმიერი რეგლიგიური კონფესიის წარმომადგენელს გამონაკლისის გარეშე. http://www.campusfrance.org/


სამხრეთ კორეის სტიპენდიები

სამხრეთ კორეის,სეულის ეროვნული უნივერსიტეტი სთავაზობს სტიპენდიებს, ქართველ სტუდენტებს,რომლებსაც სურთ მაგისტრისა და დოქტორანტის ხარისხის მიღება საერთაშორისო ენერგეტიკასა და საერთშორისო IT პოლიტიკის პროგრამაში.საერთაშორისო ენერგეტიკის/IT პოლიტიკის პროგრამა წარმოადგენს საერთშორისო სტიპენდიისა და განათლების პროგრამას, არსებული ტექნოლოგიური მენეჯმენტის, ეკონომიკისა და პოლიტიკის პროგრამის (TEMEP) ფარგლებში, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯში.
სტიპენდია ფარავს სეულში სწავლისა და საცხოვრებლის გადასახადს.დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://itemep.snu.ac.kr/front/admissions/index.snu .detaluri დეტალური ინფორმაცია დაფინანსებაზე შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე: http://itemep.snu.ac.kr/front/admissions/guidLine.snu# .


თურქული სტიპენდიები

თურქეთის სტიპენდიები არის უმაღლესი განათლების სასტიპენდიო პროგრამა, ფინანსდება თურქეთის მთავრობის მიერ და  რომელიც შექმნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის.პროგრამა სთავაზობს სტიპენდიებს ქართველ სტუდენტებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურაში, კვლებების სხვადასხვა  სფეროებში თურქულ უნივერსიტეტებში (სახელმწიფო/კერძო). სტიპენდია ფარავს  სწავლისა და საცხოვრებლის გადასახადს თურქეთში.დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია მოცემულ ვებ-გვერდზე: https://tbbs.turkiyeburslari.gov.tr/. დეტალური ინფორმაცია პრგორამისა და მიმღები უნივერსიტეტების შესახებ  დევს საიტზე: http://www.turkiyeburslari.gov.tr/index.php/en/.


ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები

ჩინეთის სამთავრობო სტიპენდია არის პროგრამა რომელიც დაარსებულია და  სრულიად ფინანსდება ჩინეთის მთვრობის მიერ. შეთნხმების თნახმად ,რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტრომ,ჩინეთის მთავრობა სთავაზობს 20 სრულ სტიპენდიას ქართველ სტუდენტებს. 279 უნივერსიტეტი არის ჩართული ამ სასტიპენდიო პროგრამაში.პროგრამა ფარავს სხვადახვა სასწავლო სფეროებს ბაკალავრის,მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათის. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე: http://mes.gov.ge/uploads/china16.pdf