სამაგისტრო განათლება

ევროპა
ერასმუს+

ევროკავშირის ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართელოს ხდის პარტნიორ-სახელმწიფოთ Erasmus+-ის პროგრამაში.პროგრამის საშუალებით მას ეძლევა უფლება მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მიმართულებისა და საგრანტო კონკურსებში.

პროგრამა Erasmus+ Degree Mobility საშუალებას აძლევს პარტნიორი ქვეყნის სტუდენტს მიიღოს დაფინანსება უცხოეთში მაგისტრის ხარისხის ასაღებად თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისამებრმ. სტიპენდია ფარავს სწავლის,მოგზაურობისა და საცხოვრებლის გადასახადებს შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ინფორმაცია, რომელიც ეხება ახალ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებს შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/calls-for-proposals-tenders .დეტალური ინფორმაცია Erasmus+-ზე დევს საიტზე: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/resources#tab-1-0

ევროპული კომისია არის პასუხისმგებელი Erasmus+ პროგრამის ადმინისტრირებაში,თუმცა პროგრამის რეალიზება ხდება ნაციონალური საააგენტოების მეშვეობით.ამასთან დაკავშირებით Erasmus+ ნაციონალური ოფისი მოქმედებს საქართველოში (www.erasmusplus.org.ge),რათა გააუმჯობესოს ინფორმირებულობა, ხილვადობა, აქტუალურობა, ეფექტიურობა და მნიშვნელობა Erasmus + პროგრამის საერთაშორისო კომპონენტებისა და ხელი შეუწყოს პროგრამის გავრცელებას საქართველოში და დაეხმაროს იმ სტუდენტებს რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პროგრამაში მონაწილეობით. 2016 წელს თხუთმეტმა ქართველმა სტუდენტმა მოიპოვა დაფინანსება Erasmus Mundus-ის სამაგისტრო კურსებზე.

ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამა აღმოსავლეთ პარტმიორ ქვეყნებისათვის

ვიშეგრადის ფონდი სთავაზობს სტიპენდიებს კონკრეტულად იმ სტუდენტებს რომლებიც არიან აღმოსავლეთის პარტნიორი ქვეყნებიდან, რომელშიც შედის საქართველოც.
სტიპენდიები უზრუნველყოფს და მიმართულია მაგისტრებისა და პოსტმაგისტრების (დოქტორანტების/პოსტდოქტორანტების) სწავლაზე/კვლევაზე V4 რეგიონის უმაღლეს სასწავლებელში (ჩეხეთი,უნგრეთი,პოლონეთი და სლოვაკეთი).
აპლიკანტებმა თავისით უნდა მიმართონ V4 რეგიონის უნივერსიტეტებს და გააგზავნონ ონლაინ აპლიკაცია მოცემულ გვერდზე: http://my.visegradfund.org/scholarships .სტიპენდია ფარავს საჭირო გადასახადებს,რომლებიც დაკავშირებულია სწავლასა და საცხოვრებელთან v4 ქვეყანაში,ასევე შეიძლება მოიცავდეს გრანტს მოგზაურობისათვის.დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:http://visegradfund.org/scholarships/visegrad-scholarship-program-eap/
დიდი ბრიტანეთის ჩივინგის სტიპენდიები


ჩივნინგის სტიპენდიები არის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს გლობალური სტიპენდიების პროგრამა,რომელიც ფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს და თანამეგობრობის და პარტნიორი-ორგანიზაციების მიერ.პროგრამა სთვაზობს სტიპენდიებს ლიდერობის პოტენციალით გამორჩეულ სტუდენტებს საქართველოდან,რომ მიიღონ მაგისტრის ხარისხი ნებისმიერ საგანში,ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში.
სტიპენდია ფარავს სწავლის,მგზავრობისა და საცხოვრებლის გადასახადს დიდ ბრიტანეთში.
ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლის ნებისმიერი მიმართულება დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში და გააგზავნონ ონლაინ აპლიკაცია.დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ საიტს: http://www.chevening.org/georgia/
საქართველოს ბანკიც იძლევა დაფინანსების საშუალებას.წელს საქართველოს ბანკი თანა აფინანსებს რამდენიმე სტიპენდიას, რომელიც მიმართულია კონკრეტულად ქართველ სატუდენტებზე რომლებსაც სურთ შეისწავლონ ბიზნესის,ფინანსირების,ინოვაცია/ინჟინერიის ან IT-ის სფეროები.


გერმანია DAAD

DAAD არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია,რომელიც აფინანსებს სტუდენტებისა და მკვლევარების საერთაშორისო გაცვლით პროგრამას.ორგანიზაცია გასცემს გრანტებსა და სტიპენდიებს გერმანიაში სასწავლებლად. DAAD-ს გააჩნია რამდენიმე საინფორმაციო ცენტრი მსოფლიოში რათა დაეხმარონ სტუდენტებს,რომლებსაც სურთ გერმანიაში სწავლა.ამის გამო DAAD-ის ცენტრი მოქმედებს თბილისში (http://ic.daad.de/tbilissi/).

DAAD სთვაზობს სტიპენდიებს სტუდენტებს,მაგისტრებსა და მეცნიერებებს საგნების და კვლევების ფართო არჩევანს, უმეტესწილად გერმანულ,მაგრამ ამავდროულად ინგლისურ ენებზე.სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:https://www.daad.de/deutschland/stipendium/en/ .სტიპენდია ფარავს გერმანიაში სწავლისა და საცხოვრებლის საფასურს. განაცხადის შეტანის პროცედურა შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით თუ რა სასტიპენდიო პროგრამას აირჩევს ზოგადად, სტუდენტი,რომელსაც სურს DAAD-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება,ისინი ვალდებული არიან შეავსონ ონლაინ აპლიკაცია მოცემულ ბმულზე: https://www.daad.de/deutschland/stipendium/hinweise/en/8527-application-forms-downloads/

იაგელონის უნივერსიტეტის (პოლონეთი) სტიპენდიები

ევროპული კვლევის ცენტრი (CES) ,იგივე იაგელონის უნივერსიტეტი კრაკოვში სთავაზობს, სტუდენტებს საქართველოდან, სამაგისტრო პროგრამებს ევროპულ კვლევებზე.

სტიპენდიები ფარავს პოლონეთში სწავლასთან და საცხოვრებელთან დაკავშირებულ გადასახადებს.დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე: http://www.ces.uj.edu.pl/prospective/graduate
იაპონიის მთავრობის სტიპენდიები
განათლების,კულტურის,სპორტის,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების (MEXT) სამინისტრო სთავაზობს სტიპენდიებს საზღვარგარეთის სტუდენტებს, რომლებსაც სურთ ძირითადი სამაგისტრო კურსის გავლა იაპონიის უნივერსიტეტებში, სტუნდეტი-მკვლევარის სტატუსში (ხარისხის მქონე ან არ მქონე) ,იაპონური მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის ქვეშ.
დაინტერესებულმა ქართველმა სტუდენტებმა უნდა შეიტანონ განაცხადი იაპონიის საელჩოში საქართველოში.ყველა დოკუმენტი შესწავლილი იქნება საელჩოს მიერ.
პროგრამის სახელმძღვანელო და დეტალური ინფორმაცია განაცხადის შეტანის აუცილებელ დოკუმენტებზე შეგიძლიათ ნახოთ გვერდზე:http://www.ge.emb-japan.go.jp/english/news/mext_scholarship_for_2017.html
სომხეთის მთავრობის სტიპენდიები
სომხეთის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, სომხეთის მთავრობა სთავაზობს 10 სტუდენტს საქართველოდან სწავლის შესაზლებლობას სომხეთის სხვადასხვა სახელმწიფო უნივესრსიტეტის ფაკულტეტებზე, რათა მიიღონ მაგისტრისა და დოქტორანტის ხარისხები.
შესაბამისი კანდიდატურების არჩევას ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

სამხრეთ კორეის სტიპენდიები

სამხრეთ კორეის,სეულის ეროვნული უნივერსიტეტი სთავაზობს სტიპენდიებს, ქართველ სტუდენტებს,რომლებსაც სურთ მაგისტრისა და დოქტორანტის ხარისხის მიღება საერთაშორისო ენერგეტიკასა და საერთშორისო IT პოლიტიკის პროგრამაში.საერთაშორისო ენერგეტიკის/IT პოლიტიკის პროგრამა წარმოადგენს საერთშორისო სტიპენდიისა და განათლების პროგრამას, არსებული ტექნოლოგიური მენეჯმენტის, ეკონომიკისა და პოლიტიკის პროგრამის (TEMEP) ფარგლებში, სეულის ეროვნული უნივერსიტეტის საინჟინრო კოლეჯში.
სტიპენდია ფარავს სეულში სწავლისა და საცხოვრებლის გადასახადს.დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ ონლაინ აპლიკაცია რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://itemep.snu.ac.kr/front/admissions/index.snu .detaluri .დეტალური ინფორმაცია დაფინანსებაზე შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე: http://itemep.snu.ac.kr/front/admissions/guidLine.snu#.