სადოქტორო განათლება / სამეცნიერო საქმიანობა

ევროკავშირი

ჰოროზონტი 2020

„ჰოროზონტი 2020“ არის ყველაზე მსხვილი კვლევითი და ინოვაციური პროგრამა ევროკავშირში დაახლოებით 80 მილიარდი ევროს დაფინანსებით, რომელიც ხელმისაწვდომია 7 წლის განმავლობაში (2014-დან 2020 წლამდე). 2016 წლის 29 აპრილს ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც საქართველო მონაწილეობს პროგრამაში „ჰორიზონტი 2020“. ქართველ მკვლევარებსა და ინოვატორებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ „ჰორიზონტი 2020“ პროგრამაში იგივე პირობებით, რითაც სარგებლობენ მათი კოლეგები ევროკავშირის და სხვა ასოცირებული ქვეყნებიდან.

„ჰორიზონტი 2020“ მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას: წამყვანი მეცნიერები, ინდუსტრიული ხელმძღვანელობა და სოციალური გამოწვევები. ევროკომისია გამოყოფს დაფინანსებას სამივე მიმართულებისთვის. კონკურსები ცხადდება ინდივიდუალური მკლევარისთვის, მკვლევართა ჯგუფებისთვის, მეცნიერული ორგანიზაციებისთვის და ა.შ. გრანტის მისაღებად პროექტის იდეების წარდგენა ხდება ევროკომისიის წინაშე.

დეტალური ინფორმაცია შეგიძილათ იხილოთ ვებგვერდებზე: http://horizon2020.ge/ და https://ec.europa.eu/programmes/horizon2020/en/


აშშ 

ფულბრაიტის გაცვლითი პროგრამა

ფულბრაიტის მეცნიერების გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს პოსტდოქტორანტურის სასტიპენდიო პროგრამას უმცროსი და უფროსი მკვლევარების, უნივერსიტეტის ლექტორებისა და ექსპერტებისათვის საქართველოს აკადემიური ინსტიტუტებიდან, რომელთაც სურთ პოსტდოქტორანტურის კვლევების წარმოება და ლექციების ჩატარება ამერიკაში. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 3 - დან  6 თვეს. კანდიდატი უნდა ირიცხებოდეს საქართველოს რომელიმე უნივერსიტეში ან კვლევით ინსტიტუტში. აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ დოქტორის ხარისხი კვლევის/ლექციის წაკითხვის სფეროში ან მაგისტრის ხარისხი ევროპული ან ამერიკული უნივერსიტეტისგან. პროგრამა მოიცავს თითქმის ყველა სფეროს. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://apply.embark.com/student/fulbright/scholars


აშშ

აშშ-ს  ინსტიტუტების შესწავლის პროგრამა

ამერიკული ინსტიტუტების შესწავლის ტური მრავალეროვნული ჯგუფების, გამოცდილი პედაგოგებისა და სხვა გამოცდილი სპეციალიტებისათვის ტარდება სხვადასხვა კოლეჯებში, უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში ამერიკის მთელს ტერიტორიაზე 6 კვირის განმავლობაში. თითოეული ინსტიტუტი მოიცავს ოთხკვირიან აკადემიურ საცხოვრებელ კომპონენტს და ორკვირიან ინტეგრირებული სასწავლო ტურს. მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ თემებს: თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა, ჟურნალისტიკა და საყოველთაო მასმედია, რელიგიური პლურალიზმი, საზოგადოება და კულტურა, შიდა პოლიტიკა და პოლტიკური კრედო ამერიკაში.

პროგრამა ფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის პროგრამის ადმინისტრირების, მგზავრობის, წიგნების შეძენის, კულტურული ღონისძიებების, საცხოვრებელის, საფოსტო და სხვადასხვა ხარჯებს. კანდიდატი უნდა იყოს კარიერული ზრდის საშუალო დონეზე, 30-50 წლის ასაკის, მოტივირებული და გამოცდილი მეცნიერი, უმაღლესი სასწავლებლის, დაწესებულების ან კვლევითი ინსტიტუტების პროფესიონალი. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://georgia.usembassy.gov/resources/programs/exchange-programs/susi3.ht


შვეცარიის მთავრობის სტიპენდია 

შვეცარიის მთავრობა ქართველო სტუდენტებს სთავაზობს სადოქტორო სტიპენდიას შვეცარიის 10 კანტონის ერთ-ერთ უნივესიტეტში (ბაზელის, ბერნის, ფრიბურგის, ჟენევის, ლოზანის, ლუცერნის, ნევშატელის, სანკტ-გალენის, ციურიხის, ლუგანოს უნივერსიტეტები), ასევე შვეიცარიის ორ ფედერალურ-ტექნოლოგიურ ან საჯარო სწავლებისა და კვლევით ინსტიტუტებში. დაფინანსება ფარავს განათლებისა და შვეცარიაში ცხოვრების ხარჯებს. სტიპენდიის, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის მიღების პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერზე: www.eda.admin.ch/tbilisi


აშშ

UGRAD პროგრამა


სტუდენტების გაცვლის საერთაშორისო პროგრამა (Global UGRAD) ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ (ECA). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მომავალი ლიდერები ჩადიან ამერიკაში, რათა გაეცნონ ამერიკის განათლების სისტემას, გაიღრმავონ  ცოდნა, შეისწავლონ ამერიკის კულტურა და ღირებულებები. ასევე მათ ეძლევათ შესაძლებლობა თავისი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები გაუზიარონ ამერიკელ ხალხს. დაფინანსება ფარავს საერთაშორისო მოგზაურობის, სწავლის, საცხოვრებელის და წიგნების შეძენის ხარჯებს, ასევე მოიცავს მცირე ოდენობით ყოველთვიურ სტიპენდიას. დეტალური ინფორმაცია Global UGRAD პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.worldlearning.org/what-we-do/global-ugrad/  
ონლიან სააპლიკაციო ფორმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე: http://exchangeprograms.worldlearning.org