|

.jpg)


|
| 03 February 2010 |
|
|
The vice premier and the State Minister of Georgia for Reintegration Temuri Yakobashvili is visiting Strasburg, France from 2 to 4 February. On 3rd of February, the State Minister will present the state strategy on occupied territories to the cabinet of ministers of the Council of Europe. During this visit, Minister Yakobashvili will meet Thorbjorn Jagland, the Secretary-General of the Council of Europe.
|
|
| 01 February 2010 |
|
|
On 1st February the Tbilisi international press-centre (RIA Novosti) hosted the media space bridge. The Georgian side was represented by Temuri Yakobashvili, the Vice-premier and the State Minister for Reintegration. The Russian side was represented by Aleksey Vlasov, General Director of the Center for Information and Analysis of Public and Political processes in Post-Soviet space and Felix Stanevsky, the Institute for CIS counties, Caucasus Director, the former Ambassador to Georgia (1996-2000). The Russian and the foreign journalists accredited in Russia also were present during the media space bridge.
The State minister answered the questions related to the situation in Abkhazia and Tskhinvali Region/South Ossetia after the 9th round of Geneva Talks and to the State Strategy on the Occupied Territories adopted by the Georgian Government.
|
|
| 14 September 2009 |
Meeting with the U.S. Deputy Assistant Secretary of State
Today, on September 14, Temuri Yakobashvili, a Vice Premier and State Minister of Georgia for Reintegration met with Tina S. Kaidanow, U.S. Deputy Assistant Secretary of State in charge of relations with countries in the Caucasus and Southern Europe. The meeting carried an introductory character.
The State Minister provided information to Ms. Kaidanow about the activities of the Minister’s Office. They also discussed a future strategy in reference to the occupied territories.
|
|
| 14 September 2009 |
Meeting with Ambassadors
Today, on September 14, Temuri Yakobashvili, a Vice Premier and State Minister of Georgia for Reintegration met with the AmbassadorofFranceEric Fournier, the Ambassador of Germany to Georgia and Ambassador of the United Kingdom to GeorgiaDenis Keefe. The meeting was also attended by the representatives of the US Embassy.
The topic of the discussion was a future strategy in reference to the occupied territories.
|
|
| 14 September 2009 |
Meeting with the Head of Administration of the Autonomous Republic of Abkhazia
Today, on September 14, Temuri Yakobashvili, a Vice Premier and State Minister of Georgia for Reintegration met with Giorgi Baramia, Head of Administration of the Autonomous Republic of Abkhazia.
Topic of the meeting was the issues on development of the state strategy in regards to the occupied territories, and the perspectives of tight interagency cooperation. They discussed current situation in the occupied territories and the ways of solving the problems faced by the population residing in these territories.
At the meeting the Minister updated the guests about the visions in regards to the occupied territories and then the information around the existing situation was consolidated.
|
|
| 10 August 2009 |
Interview of the State Minister (“Rezonansi”-in Georgian)
2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 35 წუთზე საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გასცა თავდაცვითი ოპერაციის დაწყების ბრძანება. საქართველოს ხელისუფლებისათვის ამ უმძიმეს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველო-რუსეთის ჩრდილოეთ საზღვრის გადალახვა და მათ მიერ წინასწარ დაგეგმილი მასიური, კოორდინირებული თავდასხმა საქართველოზე. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჯერ ცხინვალის რეგიონის საზღვარი გადმოკვეთეს, ხოლო რამდენიმე საათის შემდეგ ზემო აფხაზეთშიც შეიჭრნენ. რუსეთის ფედერაციამ განახორციელა კოორდინირებული და სრულმასშტაბიანი თავდასხმა სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარაკეტო ძალების გამოყენებით. ასევე გააჩაღა საინფორმაციო და კიბერნეტიკული ომი საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოში შემოჭრის მიზეზად მოსკოვმა ოსი ხალხის გენოციდის შეჩერება დაასახელა, რაც შემდგომში სიცრუედ იქნა მხილებული.
რუსეთის ფედერაციის ქმედებათა მრავალი წლის ანალიზი წარმოგვიდგენს საკმარის მტკიცებულებას, რომ მოსკოვს განზრახული ჰქონდა ქართული სახელმწიფოებრიობის დასუსტება და კონტროლი.
დასავლეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით წახალისებულმა მოსკოვმა, გაააქტიურა წინასწარ დაგეგმილი იურიდიული, სამხედრო, პარამილიტარული და დიპლომატიური მანევრების სერია, რაც მიზნად ისახავდა მოსალოდნელი შემოჭრის საბაბის შექმნას. 7 აგვისტოს მოვლენებს წინ უძღოდა თვეების მანძილზე გაჩაღებული იურიდიული, პოლიტიკური და სამხედრო პროვოკაციები საქართველოს წინააღმდეგ. წლების მანძილზე კი მოსკოვი ახდენდა სამხედრო ძალების კონცენტრაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე.
ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია იმის დასანახად, თუ რა მეთოდებს იყენებდა რუსეთი საქართველოსთან “სამეგობროდ”:
• ასობით ათასი ქართველის ეთნიკური წმენდა კონფლიქტის ზონებში, ამ რეგიონების მოსახლეობის ეთნიკური ჰომოგენიზაციისა და ტერიტორიაზე პოლიტიკური კონტროლის კონსოლიდაციის მიზნით;
• 2002 წლის ივლისიდან კონფლიქტის ზონებში პასპორტიზაციის უკანონო კამპანიის წამოწყება. სწორედ ე.წ “რუსეთის მოქალაქეთა” “დაცვა” გაასაღა მოსკოვმა საქართველოში შემოჭრის ერთ-ერთ მიზეზად;
• 2006 წელს საზღვრების გადაკეტვა და საქართველოს სრული სავაჭრო, ფინანსური, საფოსტო და სატრანსპორტო ბლოკადა. (აღსანიშნავია, რომ იმ დროისათვის საქართველოს ექსპორტის 70% რუსეთზე მოდიოდა). ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და რუსეთის ფედერაციიდან განდევნა;
• 2007 წლის 12 დეკემბერს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შეჩერება. პარალელურად სამხედრო შეიარაღების მასშტაბური კონცენტრაცია საქართველო-რუსეთის საზღვარზე და კონფლიქტურ რეგიონებში;
• რუსეთის მიერ კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში დაწესებული ეკონომიკური და შეიარაღების სანქციებთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების უგულებელყოფა;
• 2008 წლის აპრილიდან აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან იურიდიული კავშირების გაფართოება;
• ინტენსიური ანტიქართული პროპაგანდა, რომელიც წარმოადგენდა რუსეთის დიპლომატიის მცდელობას დასავლეთის თვალში საქართველო არახელსაყრელ პარტნიორად წარმოეჩინა;
• კონფლიქტურ ზონებში უკანონო სამხედრო შეიარაღების რაოდენობრივი ზრდა; (2008 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, რუსეთის სარკინიგზო ჯარების მიერ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა მძიმე სამხედრო აღჭურვილობის სწრაფი გადმოტანისათვის აუცილებელი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მომზადების მიზნით);
• გამიზნული მკვლელობები და სხვა შეიარაღებული პროვოკაციები საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში უშუალოდ შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე.
მოსკოვმა შექმნა საკუთარი პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო მეთოდოლოგია, რათა არსებული საერთაშორისო კონფლიქტის გადაჭრა ქვეყნის შიდა კონფლიქტის ჩარჩოებში მოეხდინა, ერთპიროვნულად აკონტროლებდა რა ე.წ. სამშვიდობო პროცესს და მოლაპარაკებების წარმართვის ყველა სტრუქტურას. რუსეთმა სეპარატისტული მთავრობები მარიონეტულ რეჟიმებად აქცია, თვით სეპარატიზმის მოვლენას კი ქართული სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად იყენებდა.
სტაგნაციის წლებმა ეთნიკური მოსახლეობა ორივე კონფლიქტურ რეგიონში უკიდურესად გააღარიბა და საკუთარი ფუნდამენტალური უფლებების ქმედითუნარიანი დაცვის გარეშე დატოვა. ქართული მოსახლეობა კი ეთნიკურ ნიადაგზე განსაკუთრებული დევნის სამიზნე გახდა.
2004 წლიდან საქართველო თანმიმდევრულად ზრდიდა საერთაშორისო საზოგადოებასთან კონტაქტების ინტენსივობას კონფლიქტურ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან პოტენციურ სამხედრო შემოჭრის თავიდან აცილებისა და კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრის საშუალებების ძიების მიზნით.
თბილისმა ასევე წარმოადგინა მოლაპარაკების გზით კონფლიქტის გადაწყვეტის მრავალი ინიციატივა, მაგრამ ყველა Mმათგანი უარყოფილ იქნა რუსეთის ფედერაციისა და მარიონეტული რეჟიმების მიერ. ხორციელდებოდა მხოლოდ ნდობის აღდგენისაკენ მიმართული ზომები, რომლებმაც შედეგი არ გამოიღო, რადგნ საერთო კონტექსტი ამის საშუალებას არ იძლეოდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისიც იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ პროცესს აღიქვამდა როგორც საქართველოს შიდა კონფლიქტს, და არა როგორც სახელმწიფოთაშორის კონფლიქტს, რასაც ის რეალურად წარმოადგენდა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ინიციატივები, რომელიც მოწონებულ და მხარდაჭერილ იქნა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მოიცავდა Fფართო ავტონომიების მინიჭებას, ძალაუფლების გადანაწილებას ცენტრალურ სახელისუფლებო ორგანოებში, ენისა და კულტურის დაცვას, ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტებს და საგანგებო კონსტიტუციური უფლებების მინიჭებას. ყველა ამ შეთავაზებაზე მტკიცე უარი ითქვა. 2008 წლის ზაფხულის დასაწყისში კი, როდესაც დასავლელმა შუამავლებმა დაიწყეს დიპლომატიური ჩარევის გზების ძიება, მათი დაგვიანებული მცდელობები კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა.
2008 წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გააფრთხილა საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ფედერაციის სამხედრო რიტორიკისა და ქმედებების გააქტიურების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები დაუფარავად გამოხატავდნენ თავის გაღიზიანებას კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებისა და ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. მაგრამ სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისო საზოგადოებამ არ გასცა სათანადო პასუხი მოსკოვის პროვოკაციულ განცხადებებსა თუ ქმედებებზე. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ოფიციალური პირები ხაზს უსვამდნენ, რომ რუსეთი თანმიმდევრილად ემზადებოდა სამხედრო კონფრონტაციისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო საზოგადოებამ სათანადოდ არ აღიქვა ქართული მხარის გაფრთხილება, რაც შემდგომში შეფასდა კიდეც დასავლეთის პოლიტიკის სერიოზულ შეცდომად.
საომარი მოქმედებების დასრულების ერთი წლის თავზე ხშირად საუბრობენ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება. მეც არა ერთხელ დამისვამს საკუთარი თავისთვის ეს კითხვა. მაგრამ რაც უფრო ღრმად ვაანალიზებ, უფრო მეტია ფაქტობრივი დასტური იმისა, რომ რუსეთის ფედერაციას გადაწყვეტილი ჰქონდა ნებისმიერ ფასად შეეცადა შეეცვალა საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისაკენ მიმავალი გზა. შეეწყვიტა ენერგომატარებლების ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიიდან და შეეჩერებინა საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. როგორც შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტზე და დამოუკიდებელ არჩევანზე უარის თქმა შეიძლება გამხდარიყო ის საფასური, რომელიც ომს თავიდან აგვაცილებდა, ისიც ტერიტორიების დაბრუნების არანაირი გარანტიით.
ომის წამოწყების სცენარი ეფუძნებოდა მარტივ გათვლას, რომ ე.წ. სეპარატისტებს იერიში უნდა მიეტანათ ქართულ დასახლებულ პუნქტებზე, რაც აუცილებლად გამოიწვევდა რეაქციას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. რეაქციის არქონა კი თავისთავად პოლიტიკური და მორალური სუიციდი იქნებოდა. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთს იერიში აფხაზი სეპარატისტების ხელით კოდორის ხეობაზე უნდა მიეტანა. ბაღაფშმა უარი განაცხადა კოდორის შეტევაზე. სამაგიეროდ კოკოითი ადვილად დათანხმდა, რამაც შესაძლებლობა მისცა რუსეთის პროვოკაციების კერა გადაეტანა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე.
ქართველი ჯარისკაცებისა და პოლიციელების თავდადებამ რამდენიმე ძვირფასი დღე მოგვაგებინა, სანამ საზაფხულო არდადეგების პირობებში საერთაშორისო საზოგადოებას მობილიზაცია და ჩვენზე ფოკუსირება მოეხდინა. შედეგად მივიღეთ უპრეცედენტო მორალური მხარდაჭერა მთელი რიგი სახელმწიფოების ლიდერებისა და სხვადასხვა ერების მხრიდან, რომლებიც რუსთაველზე ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ განსაცდელის ჟამს. ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მეცადინეობით კი შესაძლებელი გახდა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დოკუმენტზე შეთანხმების ხელმოწერა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელშეკრულებაზე რუსეთის პრეზიდენტის, მედვედევის ხელმოწერაც არის, რუსეთი ფაქტიურად არ ასრულებს 6-პუნქტიანი ხელშეკრულების უდიდეს ნაწილს. მან არათუ გაიყვანა საკუთარი შეიარაღებული ძალები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ომის წინარე პოზიციებზე, არამედ დაამატა ჯარები და დაიწყო სამხედრო ბაზების მშენებლობა ორივე ოკუპირებულ რეგიონში. უფრო მეტიც, საკმაოდ მძიმე პოლიტიკური ფასის სანაცვლოდ, კერძოდ ვეტოს უფლების გამოყენებით, რუსეთმა დაბლოკა საქართველოს ტერიტორიაზე ეუთოსა და გაეროს დამკვირვებელთა მისიების საქმიანობა, რამაც გააშიშვლა რუსეთის დამოკიდებულება და აჩვენა მისი ჭეშმარიტი როლი და ადგილი ამ კონფლიქტთან მიმართებაში.
მეტად მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ ჩვენ თვისობრივად ახალ რეალობაში ვიმყოფებით, როგორც კონფლიქტის მეთოდოლოგიის განსაზღვრის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის თვალსაზრისით. დღეს საქართველოში მოქმედებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომლის მანიპულირებაც რუსეთს არ შეუძლია და რომლის სამომავლოდ გაფართოების თაობაზე უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს მისია უკვე იქცა რუსეთის შესაძლო განმეორებითი აგრესიის წინააღმდეგ ძლიერ შემაკავებელ ფაქტორიად.
ომის შემდგომ რეალობაში ამოქმედდა კონფლიქტის მოგვარების საერთაშორისო მექანიზმი, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც რუსეთი მხარედ არის წარმოდგენილი და აღარ გააჩნია მშვიდობიმყოფელის როლი. ასევე ამ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ორივე ოკუპირებული ტერიტორიების არასეპარატისტული მოსახლეობის წარმომადგენლებიც, რომლებსაც ადრე დაინტერესებულ მხარეთაც არ განიხილავდნენ.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა თავისი სამხედრო გამარჯვება დიპლომატიურ გამარჯვებად ექცია და მანამ, სანამ საქართველოს ტერიტორიების მეხუთედი ოკუპირებულია, რუსეთს ყოველთვის ექნება ოკუპანტის სტატუსი. კრახი განიცადა მისმა მცდელობებმა, რომ ვინმეს მაინც ეღიარებინა ოკუპირებული ტერიტორიების დამოულიდებლობა. ვერ მოახერხეს დანარჩენი მსოფლიოს დარწმუნება, რომ უნდა არსებობდეს ექსკლუზიური გავლენის ზონები. ამრიგად, საქართველოსთან და ოკუპაციასთან მიმართებაში, რუსეთი სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია თავისთავად კონფლიქტს არ გადაჭრის, მაგრამ სერიოზულ ბაზისს ქმნის ერთადერთი იარაღის, დიპლომატიის ეფექტურად ასამოქმედებლად.
არ მეგულება საქართველოში რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც ოდესმე დათმობს ქვეყნის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და საგარეო-პოლიტიკურ კურსს და თავისი მოქალაქეების უსაფთხოებას. ამდენად, ბრძოლა გრძელდება და ის გაგრძელდება სანამ რუსეთის ბოლო ჯარისკაცი არ დატოვებს საქართველოს ტეროტორიას.
რუსეთის მცდელობაც შეცვალოს ევროპის ფარგლები ძალისმიერი მეთოდებით, ისტორიულ პარალელებს მხოლოდ ჰიტლერთან და სტალინთან ავლებს. ამბობენ ისტროია ფარსის სახით მეორდებაო და ეს ფარსიც იგივე ფინალით დამთავრდება, რითიც წინა ისტორია – ტოტალიტარული და იმპერიული პოლიტიკის მარცხით და ბერლინის კედლის დანგრევით. ჩვენი საქმეა ამ ფინალის მოახლოებას შეუწყოთ ხელი.
|
|
| 05 August 2009 |
Announcement
Office of State Minister for Reintegration is organizing the presentation of the Report of the Government of Georgia “On Full-scale political-military aggression of the Russian Federation against Georgia”.
The presentation will be held at 6:00 on 6 August 2009 at the Courtyard Tbilisi Marriot in Tbilisi.
|
|
| 31 July 2009 |
Statement of the Office of the State Minister for Reintegration
An extraordinary meeting of the working group for Incident Prevention and Response Mechanism was supposed to be held in Ergneti on July 31 in connection to the incident taken place on July 29 in the village Ergneti. The meeting was cancelled because the Russian side did not show up at the meeting.
Georgian law enforcers and representatives of Tskhinvali marionette regime had informal talks and discussed the incident of July 29. Georgian law enforcers requested a joint visit in the nearest days for inspecting the place of incident.
|
|
| 14 July 2009 |
Information of the Office of the State Minister of Georgia for Reintegration
On July 14, 2009 the first meeting for the Incident Prevention and Response Mechanism (towards Abkhazia), created under the resolution of Geneva talks, took place in Gali at the office of the former United Nations Observer Mission in Georgia (UNOMIG). At the meeting the Georgian side was represented by the officials of the Ministry of Internal Affairs, Office of the State Minister for Reintegration and Samegrelo-Zemo Svaneti regional police. The Russian side was represented with high-rank officials of the 7th military base of the Russian occupation army, the Russia's Federal Security Service (FSB) and the diplomatic office.
Representatives of marionette regime and those of the legitimate government of Abkhazia participated in the meeting. The meeting was led by the special representative of the United Nation’s Secretary General and the head of the European Union Monitoring Mission to Georgia (EUMM).
The parties discussed the procedural issues – frequency and venue of future meetings, number of participants, procedures for approving the agenda, working languages, chairmanship and other issues.
The parties agreed that the meetings will be held regularly, once every two weeks, on Tuesdays, and will be chaired by the UN and EU support. Maximum number of participants and representatives of the parties was defined.
The Office of the State Minister of Georgia for Reintegration welcomes the first meeting of the Incident Prevention and Response Mechanism in Gali and hopes that the meetings held regularly under the international supervision reduces the number of incidents and increases security of the population in the territories of occupied Abkhazia and neighboring areas.
|
|
| More ... |
International sources about conflicts in Georgia
| 02 February 2009 |
Churkin: Russia prepared for dialogue with Georgia - Daily Georgian Times
|
|
| 02 February 2009 |
Russia to build naval base in Georgia - EurActiv
|
|
| 27 January 2009 |
Russian Navy Base in Abkhazia ‘Illegal,’ Georgian Lawmakers Say - Georgiandaily
|
|
| 27 January 2009 |
Georgia, US to discuss OSCE mission’s further activity in Georgia - TREND Information
|
|
| 27 January 2009 |
Georgia, EUMM Agree on Troops Movement Transparency Measures - Civil Georgia
|
|
| More ... |
|

Biography | Ask the Minister
Official Blog of the Office of State Minister
Q: Why reintegration Matters?
A: We have to return the Abkhaz and the Ossetian People and not only the territories...
|