სახელმწიფო მინისტრი

თემური იაკობაშვილი

 თემური იაკობაშვილი


2008 წ. იანვრიდან - საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში.
2009 წ. თებერვლიდან - ვიცე პრემიერ მინისტრი
დაიბადა 1967 წ. 3 სექტემბერს ქ. თბილისში
 
განათლება
 
1981-1984               კომაროვის სახელობის ნიჭიერ ახალგაზრდათა ფიზიკა-მათემატიკური სკოლა – დაამთავრა წარჩინებით
1984-1990               თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი, სამეცნიერო ხარისხი – ფიზიკის მაგისტრი
1995        კურსები აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების შესახებ, აშშ-ს საინფორმაციო სააგენტო, აშშ
1998        დიპლომატიური კურსები პროფესიონალებისათვის პოლიტიკურ-დიპლომატიური კვლევების ცენტრი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბირმინგემის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი
2002        იელის მსოფლიო მკვლევარების პროგრამა. იელის უნივერსიტეტი, აშშ
2003        უმაღლესი აღმასრულებელი სემინარი, საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევების კოლეჯი, უსაფრთხოების კვლევების ევროპული ცენტრი, გერმანია
2004        უსაფრთხოების აღმასრულებელი პროგრამა, კენედის სახელობის მთავრობის სკოლა, ჰარვარდის უნივერსიტეტი, აშშ
 
 
პროფესიული კარიერა
 
1990 - 2001 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
2001 - 2008 აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (GFSIS)
 
• 1998 - 2001 ხელმძღვანელი, ამერიკის, კანადისა და ლათინური ამერიკის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
• 1995 - 1998 ხელმძღვანელის მოადგილე, ამერიკის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო DMFA
• 1993 - 1995 ხელმძღვანელის მოადგილე, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, DMFA
• 1992 - 1993 პირველი მდივანი,, აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო MFA
• 1990 - 1992 მეორე მდივანი,, აღმოსავლეთის ქვეყნების სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო MFA
 
დამატებითი საქმიანობა

2004 – დღემდე - PFP თავდაცვის აკადემიისა და უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის კონსორციუმი (Consortium of defense academies and security studies institute)- ადგილობრივი წარმომადგენელი
2001 – დღემდე - საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) -გამგეობის წევრი
 
 
2002 წ. მიიღო იელის უნივერსიტეტის მსოფლიო ლიდერთა პროგრამის სტიპენდია (აშშ). 2003 წ. გაიარა უსაფრთხოების საკითხებზე უმაღლესი კურსები ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში (აშშ). 2006 წ. იყო მიწვეული მკვლევარი უპსალას უნივერსიტეტის “აბრეშუმის გზის კვლევების ცენტრში” (შვედეთი).
თემური იაკობაშვილი არის საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საბჭოსა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი. საქართველოს საზოგადო საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრი.
აქვს მთელი რიგი საგაზეთო და სპეციალიზირებული პუბლიკაციები ეროვნული უსაფრთხოების, კონფლიქტებისა და საერთშორისო ურთიერთობების თემებზე.
უცხო ენებიდან თავისუფლად ფლობს რუსულს, ინგლისურს და ივრითს
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი
დაბადების თარიღი: 3 სექტემბერი, 1967
ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, ორი შვილი
ეროვნება: ქართველი
დიპლომატიური რანგი: საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული
ენები: ქართული (მშობლიური), ინგლისური, რუსული და ივრითი
 

 



სახელმწიფო მინისტრი
შეკითხვა მინისტრსშეკითხვები და პასუხები