ეუთოს მისია საქართველოში 1992 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა ქვეყანაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტზე რეაგირებისათვის. მისია საქართველოს მთავრობას დახმარებას უწევს კონფლიქტის მოგვარების, დემოკრატიზაციის, ადამიანების უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.
მიმოხილვა
მას შემდეგ, რაც ეუთოს მისია საქართველოში 1992 წლის ბოლოს გაიხსნა, მისი ამოცანები ეტაპობრივად ფართოვდებოდა. ეუთოს მისიის ძირითადი ღონისძიებებია:
უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო განზომილება
კონფლიქტის მოგვარება
მისია მხარს უჭერს მოლაპარაკებას კონფლიქტის მხარეებს შორის ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში (1992), ასევე გაერთიანებული ერების მიერ წარმართულ სამშვიდობო პროცესს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში (1993).
მისია შერეულ საკონტროლო კომისიაში მონაწილეობს, რომლის თავმჯდომარეებიც საქართველოს, რუსეთის ფედერაციის, ჩრდილოეთ ოსეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეები არიან.
ნდობის მოპოვება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში
მისია მონიტორინგს უწევს შერეულ სამშვიდობო ძალებს (JPKF) ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში.
მისიის ხელმძღვანელობით ხორციელდება საერთაშოროსო დონორების მიერ დაფინანსებული ინიციატივა კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებისათვის. სხვა სათემო პროექტებს წვლილი შეაქვთ იმ ძალისხმევაში, რაც მიმართულია თემების დაახლოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორის შესაძლებლობების განვითარებისაკენ.
ზედმეტი მარაგების განადგურება
მისია, ეუთოს დონორი სახელმწიფოების მეშვეობით, აფინანსებს პროგრამას ვადაგასული შეიარაღების მარაგების განადგურებისათვის, ასევე საშიში ქიმიური ნივთიერებების განეიტრალებისათვის, რომლებიც საქართველოში რუსეთის ყოფილი ბაზების მიერ იქნა დარჩენილი.
პოლიციის რეფორმის მხარდაჭერა და ანტიტერორისტული შესაძლებლობების გაძლიერება
მისია საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებს დახმარებას უწევს ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. პოლიციის რეფორმის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში ხორციელდება, როგორიცაა ადამიანური რესურსების მართვა, საზოგადოებრივი პოლიცია და პოლიციის აკადემია.
საზღვრის დაცვის მართვის შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების გაძლიერება
მისია მხარს უჭერს უწყებათაშორის კოორდინაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობას საზღვრის საკითხებთან დაკავშირებით. მისიამ განახორციელა პროექტები, რომლებიც უშუალოდ ეხება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოკლე და საშუალოვადიან საჭიროებებს, სპეციალიზებული უნარებისა და მართვის მენეჯმენტის ტრენინგის პროგრამის მეშვეობით ოფიცრებისა და უფროსი მმართველი პირებისათვის.
უსაფრთხოების ადამიანური განზომილება
ეუთოს მისია საქართველოს მთავრობას ეხმარება ეუთოს ვალდებულების შესრულებით, რაც გამოიხატება ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიზაციის საკითხებზე მუშაობით. მისია მონიტორინგს უწევს და უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებების დაცვას საქართველოში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.
უსაფრთხოების ეკონომიკური და გარემოსდაცვითი განზომილება
მისია რეგულარულად ახორციელებს მონიტორინგს, აანალიზებს და ამზადებს ანგარიშებს განვითარების შესახებ ეკონომიკურ, ელექტროენერგიისა და გარემოსდაცვით სექტორებში. კონკრეტული ღონისძიებების მიზანი იყო მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების მხარდაჭერა, დახმარების გაწევა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევაში ეკონომიკური და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართ, ასევე ეუთოს რეგიონული ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ღონისძიებებისათვის ხელშეწყობა.
თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
მისია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ინსტიტუციებთან მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მისიის მანდატის შესაბამისად. გამოირჩევა სამი სახის ურთიერთობა – გაერთიანებულ ერებთან, ევროკომისიასა და ევროპის საბჭოსთან. მისიას კვლავინდებურად აქვს აღებული ვალდებულება პრაქტიკულ და რეალურ დონეზე განახორციელოს დამხმარე ღონისძიებები კონფლიქტის მოგვარების პროცესებში.
მანდატი
მშვიდობიანი პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობა
1992 წლის 13 დეკემბერს მიღებული თავდაპირველი მანდატის შესაბამისად, მისიის მიზანი იყო მოლაპარაკებების გამართვა დაპირისპირებულ მხარეებს შორის საქართველოში, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური მოგვარების მიღწევას ემსახურებოდა.
მანდატის გაგრძელება
1994 წლის 29 მარტს ზემოხსენებული ამოცანების გავრცობა მოხდა და მათში შევიდა:
1) ქართულ-ოსურ კონფლიქტთან დაკავშირებით:
• უფრო ფართე პოლიტიკური ფარგლების შექმნის ხელშეწყობა, სადაც შეიძლება მიღწეულ იქნას კონფლიქტის პოლიტიკურად ხანგრძლივი მოგვარება (...) ეუთოს პრინციპებისა და ვალდებულებების საფუძველზე;
• უფრო ინტენსიური დისკუსიების გამართვა კონფლიქტის ყველა მხარესთან, მრგვალ მაგიდებთან განხილვების ჩათვლით, რათა გამოვლინდეს და აღმოიფხვრას დაძაბულობის წყაროები, ასევე კონფლიქტის მოგვარება კონფლიქტის მთელი ტერიტორიის მასშტაბით გავრცელდეს;
• რეკომენდაციების უზრუნველყოფა საერთაშორისო კონფერენციის ადრეულ ეტაპზე ორგანიზებისათვის ეუთოს ეგიდით, ასევე გაერთიანებული ერების მონაწილეობით, რომლის მიზანი იქნება კონფლიქტის მოგვარება, სადაც ასევე სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრაც განიხილება;
• მონიტორინგის როლის შესრულებისათვის, რაც შერეულ სამშვიდობო ძალებს ეხება, კონტაქტის სათანადო ფორმების ჩამოყალიბება ძალების სამხედრო სარდლებთან ეუთოს მიერ განხორციელებული მოლაპარაკებების საერთო კონტექსტში, ინფორმაციის მოპოვება სამხედრო სიტუაციებზე, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დადებული შეთანხმების დარღვევის გამოძიება და ადგილობრივი სარდლების ყურადღების მიპყრობა კონკრეტული სამხედრო ქმედებების შესაძლო პოლიტიკურ მნიშვნელობაზე;
• აქტიური მონაწილეობა ხელახლა მოწვეულ შერეულ საკონტროლო კომისიაში, რათა ხელი შეეწყოს მხარეებთან და აღნიშნულ მხარეებს შორის თანამშრომლობას;
• კონტაქტის ჩამოყალიბება ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან, ასევე მოსახლეობის წარმომადგენლებთან და ეუთოს მისიის წარმოჩენა მთელს ტერიტორიაზე.
2) ქართულ/აფხაზური კონფლიქტის მიმართ:
• აფხაზეთში გაერთიანებული ერების ოპერაციებთან კავშირის უზრუნველყოფა, მოვლენებზე მიდევნებისა და ეუთოსადმი რეგულარული ანგარიშების წარსადგენად, გარდა ამისა, გაერთიანებული ერების მიერ მოწვეული თავმჯდომარის წარმომადგენლის მონაწილეობის მხარდაჭერა გაეროს ეგიდით გამართული მოლაპარაკებების მიმართ.
3) საერთოდ საქართველოსთან დაკავშირებით:
• ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, სამართლებრივი და დემოკრატიული ინსტიტუციებისა და პროცესების განვითარებაში ხელშეწყობა, რაც ასევე მოიცავს რჩევების მიცემას ახალი კონსტიტუციის შემუშავების, მოქალაქეობის შესახებ კანონმდებლობის განხორციელებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების შესახებ, ასევე არჩევნების მონიტორინგს;
• აღნიშნული საქმიანობების კოორდინირება როგორც ეუთოს უმაღლეს კომისართან ეროვნული უმცირეესობების საკითხებში, ასევე –თან, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა, საქართველოში ამ მიმართულებით მოღვაწე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირი.
საზღვრის მონიტორინგი
1999 წლის 15 დეკემბრიდან 2004 წლის 31 დეკემბრამდე მისიის საზღვრის მონიტორინგის ოპერაციებისათვის (BMO) გაიცა მანდატი, რათა განხორციელდეს დაკვირვება და მომზადდეს ანგარიში საზღვრის ნაწილების გასწვრივ მოძრაობასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის.
საზღვრის მონიტორინგის ოპერაციების სფერო თავდაპირველად მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ჩეჩენთა რესპუბლიკას შორის საზღვარს მოიცავდა, მაგრამ შემდგომ წლებში მან ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრის ინგუშეთისა (2001 წლის დეკემბრიდან) და დაღესტნის (2002 წლის დეკემბრიდან) სეგმენტებიც მოიცვა. |