JPKF

მანდატი:

„კოლექტიური ძალა“, რომელიც შედგება დაინტერესებული სახელმწიფოების – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების 2-3 ათასი ადამიანით დაკომპლექტებული სამხედრო კონტინგენტებისა და სამხედრო დამკვირვებლებისაგან, მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, რომლებიც დისლოცირებულნი არიან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში;

 

რუსეთის სამხედრო კონტინგენტი, რომელიც უკვე დისლოცირებულია კონფლიქტის ზონაში, გამოყენებულია როგორც საფუძველი „კოლექტიური ძალის“ მიერ მშვიდობის შენარჩუნებისათვის;

 

ოპერაციების გეგმა „კოლექტიური ძალის“ დისლოცირების თაობაზე უნდა დამტკიცდეს კონფლიქტური მხარეების მიერ, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების თაობაზე 1994 წლის 14 მაისს დადებული შეთანხმების შესაბამისად.

 

შემდგარია დროებითი ერთიანი სარდლობა, რომელიც სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან შედგება და თავის კონტინგენტს კონფლიქტური ზონის „კოლექტიურ ძალაში“ აგზავნის;

 

რუსული კონტინგენტის წარმომადგენელი დანიშნულია კოლექტიური სამშვიდობო ძალების სარდლად.

 

„კოლექტიური ძალები“ დისლოცირებულია იმ საზღვრების ფარგლებში, რომლებიც დადგენილია 1004 წლის 14 მაისს დადებული შეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ.

 

„კოლექტიურ ძალასთან“ თანამშრომლობის პროცედურები საქართველოს სამხედრო ძალებსა და აფხაზეთის სამხედრო ფორმირებებთან დადგენილია სამხედრო დამკვირვებლების ჯგუფისა და „კოლექტიური ძალების“ თაობაზე 1992 წლის 20 მარტს დსთ-ს მიერ დადებული შეთანხმების დებულებებით და, თუ აუცილებელია, კონკრეტული შეთანხმებებით, რომლებიც დადებულია შუალედურ ერთიან სარდლობასა და მხარეებს შორის.

 

„კოლექტიური ძალა“ შემდეგ ამოცანებს ახორციელებს:

  • ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნების უზრუნველყოფა, მშვიდობის დამკვირდება და სამხედრო ოპერაციების განახლების დაუშვებლობა კონფლიქტის ზონაში კონფლიქტის მხარეების სამხედრო ფორმირებების დაყოფით;
  • აუცილებელი პირობების ჩამოყალიბება უსაფრთხოებისათვის და ადგილნაცვალი პირების დაბრუნებისათვის თავიანთ საცხოვრებელ ადგილას, ასევე „ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ“ 1994 წლის 4 აპრილს დადებულ ოთხმხრივ ხელშეკრულებაში მოცემული სხვა პირობების გათვალისწინება, რაც ასევე მოიცავს ოთხმხრივი კომიტეტის ოპერაციებს, რომელიც ზემოხსენებული ხელშეკრულების შესაბამისად იქნა ჩამოყალიბებული. 
  • მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების მონიტორინგი, კერძოდ, აქ შედის 1993 წლის 1 დეკემბრის ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებები, 1994 წლის 13 იანვრის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის კომუნიკე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისათვის საჭირო ზომების შესახებ 1994 წლის 4 აპრილს, ასევე სხვა შესაძლო შეთანხმებები, რაც შეიძლება მხარეებს შორის იქნას მიღწეული კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების ფარგლებში;
  •  კონფლიქტის დროს დაზარალებული რეგიონების აღდგენის მხარდაჭერა, რაც მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებას, განაღმვასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ჩვეულებრივი სისტემის აღდგენას;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
  • საქართველოში გაეროს მისიის პერსონალთან, ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა პერსონალთან მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბება რეგიონში.

 

დოკუმენტები:



დოკუმენტები
ორმხრივი შეთანხმებები შერეული საკონტროლო კომისიამშვიდობის მხარდასაჭერი გაერთიანებული ძალებისხვა დოკუმენტები