სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით მომზადდა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი.

სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი ეფუძნება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, მიღწეულ პროგრესს და განსაზღვრავს მომავალი 10 წლის განმავლობაში საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მიზნებსა და ამოცანებს.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოხატავს მზაობას სტრატეგიული დოკუმენტის პროექტთან დაკავშირებით ნებისმიერი დაინტერესებული პირისგან მიიღოს წინადადებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები მიმდინარე წლის 22 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:

Info@smr.gov.ge

დოკუმენტის პროექტი მომზადდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!