ზემო ნიქოზში ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის ფესტივალი გაიმართა

1 ივნისი 2015
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საკითხთა სამმართველოს უფროსი მარინა სალუქვაძე სოფელ ზემო ნიქოზში გამართულ ფესტივალს დაესწრო. ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული საეკლესიო გალობის ბავშვთა და მოზარდთა ფესტივალი - "ნიქოზი 2015" ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. "ქართული ფოლკლორისა და საეკლესიო საგუნდო სიმღერის შენარჩუნებამნიშვნელოვანია და მით უფრო ახალგაზრდა თაობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ფესტივალს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში - ნიქოზში ჩაეყარა საფუძველი. დიდი მადლობა ამ ფესტივალის ორგანიზატორებს. ეს არის კიდევ ერთი სამშვიდობო გზავნილი და ნაწილი საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკისა", - აღნიშნა მარინა სალუქვაძემ. ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა ნიქოზის საკათედრო ტაძარში, ხოლო კონცერტი ნიქოზის საშუალო სკოლის ეზოში გაიმართა. ფესტივალში 500-მდე ბავშვი და მოზარდი მონაწილეობდა. გაიმართა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენაც.ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ფესტივალს დაესწრნენ ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, ხალხური რეწვის ოსტატები, სტუმრები თბილისიდან და სხვადასხვა რეგიკონიდან.ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,გორის მუნიციპალიტეტი, ფონდი "ქართული გალობა", კოპანია "კასტელ-ჯორჯია", კომპანია "ბორჯომი" და "დუგლაძეების ღვინის კომპანია".