შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - ბადრი ნანეტაშვილი
დაიბადების თარიღი: 1964 წლის 18 ივნისი.
დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.
განათლება:
1989 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1996 წელს დაამთავრა თბილისის ჟურნალისტიკის ინსტიტუტი.
სამუშაო გამოცდილება:
1989 - 1990 წლებში მუშაობდა ქ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში.
1990 - 1992 წლებში მუშაობდა ფირმა "სინემას” დირექტორის მოადგილედ.
1992 - 1994 წლებში მუშაობდა ერთი პირის მრავალდარგოვანი ფირმა ‘სინემას” დირექტორად.
1994 – 2003 წლებში იყო ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორი.
2003 - 2004 წლებში მუშაობდა შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ, ქ. გორი.
2004 – 2006 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.
2006 – 2008 წლებში მუშაობდა შპს „თრიალეთი+“-ის გენერალურ დირექტორად.
2008 – 2010 წლებში, მუშაობდა შიდა ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილედ.
2008 – 2010 წლებში, მუშაობდა შპს "ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" გენერალური დირექტორის მოადგილედ.
2010 - 2017 წლებში მუშაობდა შპს „ინვესტმედიას“ დირექტორად.
2017 წლის ოქტომბრიდან - 2019 წლის მარტამდე იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
2018 წლის იანვრიდან - 2019 წლის მარტამდე იყო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ევროპული შენების" თავმჯდომარის მოადგილე.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი