საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სთავაზობს იმავე უფლებებსა და პრივილეგიებს, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი საქართველოს მოქალაქისთვის - საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მიზნით საერთაშორისო საგანმანათლებლო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
აღნიშნული პროგრამების ფარგლებში აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსწავლეებს, სტუდენტებსა და მეცნიერებს წამყვან ამერიკულ, ევროპულ და აზიურ უნივერსიტეტებში სრული ან/და ნაწილობრივი დაფინანსებით სწავლის გაგრძელებისა და სამეცნიერო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება საშუალებას აძლევს ყველა მსურველს, ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის განათლების მიღების მიზნით, ჩაერთოს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში და სასწავლებლად გაემგზავროს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.
საზღვარგარეთ ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, 2014 წელს შეიქმნა სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც ამჟამად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს. ცენტრის მიზანია შექმნას მოსახლეობისათვის, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირებისათვის, ევროპის, აშშ-ს და აზიის წამყვან უნივერსიტეტებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს წარმატებულ აპლიკანტებს შესაბამისი დაფინანსების უზრუნველყოფით.
ერასმუს +
ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად საქართველო Erasmus+ პროგრამის პარტნიორი სახელმწიფო გახდა. პროგრამის საშუალებით მას ეძლევა უფლება მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მიმართულებებსა და საგრანტო კონკურსებში.
პროგრამა Erasmus+ Degree Mobility პარტნიორი ქვეყნის სტუდენტებს საშუალებას აძლევს დაფინანსება მიიღონ უცხოეთში მაგისტრის ხარისხის მისაღებად. სტიპენდია ფარავს სწავლის, მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს შესაბამის ევროპულ ქვეყანაში. ინფორმაცია გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებზე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/calls-for-proposals-tenders.
დეტალური ინფორმაცია Erasmus+ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://ec.europa.eu/programmes/erasmus-plus/resources#tab-1-0.
Erasmus+ პროგრამის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელია ევროკომისია, თუმცა პროგრამის განხორციელება ხდება ეროვნული სააგენტოების მეშვეობით. Erasmus+ ეროვნული ოფისი ფუნქციონირებს საქართველოშიც (www.erasmusplus.org.ge), რომლის მიზანია გააუმჯობესოს Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კომპონენტების შესახებ ინფორმირებულობა, აქტუალურობა და მნიშვნელობა, ხელი შეუწყოს პროგრამის გავრცელებას საქართველოში და დაეხმაროს ამ პროგრამაში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს.
ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამა
ვიშეგრადის ფონდი სთავაზობს სტიპენდიებს სტუდენტებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. სტიპენდიები განკუთვნილია მაგისტრებისა და პოსტ-მაგისტრების (დოქტორანტების/პოსტ-დოქტორანტების) სწავლისა და კვლევისათვის V4 რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი).
აპლიკანტებმა უნდა მიმართონ V4 რეგიონის უნივერსიტეტებს და შეავსონ ონლაინ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: http://my.visegradfund.org/scholarships.
სტიპენდია ფარავს V4 ქვეყანაში სწავლისა და ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯებს, ასევე შესაძლებელია სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება.
დეტალური ინფორმაცია ვიშეგრადის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://visegradfund.org/scholarships/visegrad-scholarship-program-eap.
გაერთიანებული სამეფოს სასტიპენდიო პროგრამა - Chevening
Chevening არის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფოს გლობალური სტიპენდიების პროგრამა, რომელიც ფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანამეგობრობისა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. პროგრამა ლიდერობის პოტენციალით გამორჩეულ სტუდენტებს საქართველოდან სთავაზობს სტიპენდიებს მაგისტრის ხარისხის მისაღებად. სტიპენდია ფარავს სწავლის, მგზავრობისა და საცხოვრებლის ხარჯებს დიდ ბრიტანეთში. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მაგისტრატურის ნებისმიერი მიმართულება დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში და გააგზავნონ ონლაინ აპლიკაცია.
დეტალური ინფორმაცია ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.chevening.org/georgia/.
2013 წელს, საქართველოს ბანკსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რის შედეგადაც დაწესდა საქართველოს ბანკისა და ჩივნინგის ერთობლივი სტიპენდია (Chevening/Bank of Georgia Scholarship). დაფინანსება მოიცავს არა მარტო სწავლის საფასურს, არამედ ისეთ ხარჯე ბსაც, როგორიც არის: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის/თეზისის გრანტი, ვიზის გადასახადი. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: http://istudy.ge.
გერმანიის სასტიპენდიო პროგრამები
DAAD არის მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს სტუდენტებისა და მკვლევარების საერთაშორისო გაცვლით პროგრამას. ორგანიზაცია გასცემს გრანტებსა და სტიპენდიებს გერმანიაში სასწავლებლად. DAAD-ს გააჩნია რამდენიმე საინფორმაციო ცენტრი მსოფლიოში. ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს თბილისშიც(http://ic.daad.de/tbilissi/).
სტუდენტებს, მაგისტრებსა და მეცნიერებს DAAD სთავაზობს საგნებისა და კვლევების ფართო არჩევანს მეტწილად გერმანულ ენაზე, თუმცა არსებობს სტიპენდიები ინგლისურ ენაზეც. სტიპენდია ფარავს გერმანიაში სწავლისა და ცხოვრების საფასურს.
დეტალური ინფორმაცია DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.daad.de/deutschland/stipendium/en/.
განაცხადის შეტანის პროცედურა შესაძლოა განსხვავდებოდეს სასტიპენდიო პროგრამას მიხედვით. DAAD-ის პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსოს შემდეგ ბმულზე:
https://www.daad.de/deutschland/stipendium/hinweise/en/8527-application-forms-downloads/.
განახლებული ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე
https://scholarshipscorner.website/daad-scholarship-in-germany/
უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამა
უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად.
საქართველოს, როგორც გამგზავნი მხარის მიერ პროგრამის განხორციელების საფუძველია „Stipendium Hungaricum” ფარგლებში 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2020 წლის 6 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმად საქართველოსთვის გამოყოფილია 80 კვოტა უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად.
2021-2022 სასწავლო წლისათვის ხელმისაწვდომია შემდეგი კვოტები:
სასწავლო პროგრამის პირველ წელს სტიპენდიატებმა (გარდა დოქტორანტებისა) უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული უნგრული ენის შემსწავლელი კურსი „Hungarian as foreign language” და ჩააბარონ გამოცდა მეორე სემესტრის დასრულებისას. ეს წესი არ ეხებათ უნგრულენოვან პროგრამაზე ჩარიცხულ სტიპენდიატებს.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://stipendiumhungaricum.hu/.
აზიის განვითარების ბანკის სასტიპენდიო პროგრამა
აზიის განვითარების ბანკი აცხადებს კონკურსს მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
ახალი ზელანდიის სასტიპენდიო პროგრამა
ვაიკატოს უნივერსიტეტი (The University of Waikato) აცხადებს კონკურსს საბაკალავრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
განაცხადის წარდგენის თარიღები არ არის შეზღუდული.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://scholarshipscorner.website/university-of-waikato-international-excellence-scholarship/
ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამა
ავსტრიის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო ავსტრიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის აცხადებს კონკურსს ფრანც ვერფელის (Franz Werfel), რიჩარდ პლაშკას (Richard Plaschka) და ერნესტ მახის (Ernst Mach) სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
ავსტრალიის სასტიპენდიო პროგრამა
მელბურნის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საბაკალავრო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://scholarshipscorner.website/melbourne-international-undergraduate-scholarship/
აშშ-ს სასტიპენდიო პროგრამა
ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა აცხადებს კონკურსს სამაგისტრო საფეხურზე სწავლების მიზნით სრული სტიპენდიების მოსაპოვებლად.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 31 მაისამდე.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://scholarshipscorner.website/harvard-university-mba-scholarship-program/
კანადის სასტიპენდიო პროგრამა
ტორონტოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საბაკალავრო საფეხურზე სწავლების მიზნით სრული სტიპენდიების მოსაპოვებლად.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 11 ოქტომბრამდე .
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
კორეის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამა
კორეის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს კონკურსს საბაკალავრო საფეხურზე სწავლების მიზნით სრული სტიპენდიების მოსაპოვებლად.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://scholarshipscorner.website/global-korea-scholarship-gks/
ჩინეთის სასტიპენდიო პროგრამა
ჩინეთის მთავრობა აცხადებს კონკურსს სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 31 მარტამდე.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://campuschina.org/content/details3_790440.html
ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამა
ავსტრიის თანამშრომლობის განვითარების ოფისი აცხადებს კონკურსს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 16 მარტამდე.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://scholarshipscorner.website/austrian-development-cooperation-scholarship/
აშშ-ს სასტიპენდიო პროგრამა
ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამა აცხადებს კონკურსს სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 1 აგვისტომდე.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://ge.usembassy.gov/fulbright-graduate-student-program/
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სტიპენდია
ხაზარის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 1 ივნისამდე .
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://mes.gov.ge/uploads/Khazar%20University.pdf?csrt=369126140418317131
იაპონიის სასტიპენდიო პროგრამა
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო (MEXT) აცხადებს კონკურსს საბაკალავრო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
აპლიკაციის წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 7 ივნისამდე.
დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
ლუქსემბურგის სასტიპენდიო პროგრამა
ლუქსემბურგის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სადოქტორო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად შემდეგ პროგრამებზე:
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
http://www.edu-active.com/phd/2022/jun/19/call-applications-phd-student-positions-finance.html
უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამა
უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად.
საქართველოს, როგორც გამგზავნი მხარის მიერ პროგრამის განხორციელების საფუძველია „Stipendium Hungaricum” ფარგლებში 2021-2023 წლებისთვის თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის 2020 წლის 6 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმად საქართველოსთვის გამოყოფილია 80 კვოტა უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად.
სასწავლო პროგრამის პირველ წელს სტიპენდიატებმა (გარდა დოქტორანტებისა) უნდა გაიარონ მიმღები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული უნგრული ენის შემსწავლელი კურსი „Hungarian as foreign language” და ჩააბარონ გამოცდა მეორე სემესტრის დასრულებისას. ეს წესი არ ეხებათ უნგრულენოვან პროგრამაზე ჩარიცხულ სტიპენდიატებს.
დეტალური ინფორმაცია 2023-2024 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://scholarshipscorner.website/stipendium-hungaricum-scholarship/
მალაიზიის სასტიპენდიო პროგრამა
მალაიზიის მთავრობა აცხადებს კონკურსს სადოქტორო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 17 მაისამდე.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
https://biasiswa.mohe.gov.my/INTER/index.php
იაპონიის სასტიპენდიო პროგრამა
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო (MEXT) აცხადებს კონკურსს მეცნიერებისთვის კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად.
განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2025 წლის 7 ივნისამდე.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი „სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის N201 დადგენილებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე ახორციელებს სასტიპენდიო პროგრამებს. სასტიპენდიო პროგრამები გულისხმობს საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, ასევე კვალიფიკაციის ასამაღლებელ პროგრამებზე კონკურსის წესით სწავლისა და სწავლის პერიოდში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსებას.
ცენტრი იღებს განაცხადებს იმ პირებისგან, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ფლობენ პირადობის მოწმობას ან ნეიტრალურ დოკუმენტს, აქვთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისა და დაფინანსების მოპოვების სურვილი. დაინტერსებულ პირებს ყოველწლიურად აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ განაცხადი და თანდართული დოკუმენტები ონლაინ რეჟიმში საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის (IEC) ვებგვერდის (www.iec.gov.ge) მეშვეობით. ცენტრი განიხილავს განაცხადს დაფინანსების სრულად ან ნაწილობრივ გაცემაზე. დაფინანსება ითვალისწინებს მგზავრობასთან, საზღვარგარეთ სწავლასა და ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ანაზღაურებას.
2021-2022 სასწავლო წლისათვის ცენტრის მიერ გამოცხადებულია შემდეგი პროგრამები:
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2021-2022 - სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრულ პროგრამულ მიმართულებებზე/სპეციალობებზე. დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის სრულად ან ნაწილობრივ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ერთწლიან, აგრეთვე ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს.
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2021-2022 - სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. დაფინანსება გაიცემა ერთი აკადემიური წლისთვის, სრულად ან ნაწილობრივ, სადოქტორო პროგრამის 3 (+1) წლის ხანგრძლივობის ფარგლებში.
საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2021-2022 - სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი და სწავლა განაგრძონ ხელოვნების, რესტავრაცია/კონსერვაციისა და ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2021-2022 - სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს შეუძლიათ მოიპოვონ დაფინანსება და საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამაზე. კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა შეიძლება იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის ხანგრძლივობის. კონკურსის საფუძველზე გაიცემა სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. სასტიპენდიო პროგრამის მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას.
დეტალური ინფორმაცია ზემოხსენებული პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ-ვებ-გვერდზე:
https://iec.gov.ge/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2021-2022%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98
2021-2022 სასწავლო წლისათვის ასევე იგეგმება შემდეგი პროგრამების გამოცხადება:
აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა - სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა აკადემიური მიმართულებით. ფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევა ეფუძნება ღია კონკურსის წესს, რომელიც ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.
აკადემიური პროგრამები სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 - სასტიპენდიო პროგრამის საფუძველია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრს, ააიპ - ათასწლეულის ფონდი და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფონდს შორის 2018 წლის 4 მაისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. სასტიპენდიო პროგრამის საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, შესაძლებლობა მიეცემათ მოიპოვონ სტიპენდია სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიისა ან ბიოქიმიის მიმართულების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მიზნით. სტიპენდია გაიცემა სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში გამარჯვების საფუძველზე.