ევროპის საბჭოს წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანი საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით გენერალური მდივნის მორიგი კონსოლიდირებული მოხსენების მომზადებაა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია, აგრეთვე საქართველოს მთავრობის "ჩართულობის სტრატეგიითა" და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქ-ნი ტანია ვან დეიკი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე და ბ-ნი მამუკა ჟღენტი, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.