2012 წლის 12 სექტემბერს საქართველოსა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს "საქართველოს მთავრობასა და ესტონეთის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს." ამ ოქმის ხელმოწერით ოფიციალურად ძალაში შევიდა ესტონეთის მიერ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის აღიარება.
შეგახსენებთ, რომ ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელისა და ესტონეთის მიერ.