სახელმწიფო მინისტრის განცხადება

17 September 2012

უფლების შეზღუდვას.

დღეს რუსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების, წყოუშისა და ფახულანის სკოლების პირველიდან მეშვიდე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს. მათ განუცხადეს, რომ სწავლის გასაგრძელებლად მიაკითხონ საბერიოს სკოლას, სადაც სწავლების პროცესი მხოლოდ რუსულ ენაზე მიმდინარეობს.

ეს არ არის ეთნიკურად ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეების გადაადგილების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის პირველი შემთხვევა. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შეისწავლონ და სათანადო რეაგირება განახორციელონ მსგავს ფაქტებზე.