სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა შუალედური ანგარიში ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მიზნით.
ცესკოს ვებ გვერდის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ბმული "ეთნიკური უმცირესობები", სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნილი საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის, საინფორმაციო რგოლები, პრეს-რელიზები და სახელმძღვანელო დოკუმენტები. სიახლეს წარმოადგენს ისიც, რომ ცესკოს ცხელ ხაზზე (251-00-51) მოქალაქეებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.