შეხვედრა შედგა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევით ცენტრში. მასში მონაწილეობა მიიღო კონფლიქტებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებული ორმოცდაათამდე ორგანიზაციის წარმომადგენელმა და ექსპერტმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქ-ნი ქეთი ციხელაშვილი და აპარატის სამმართველოს უფროსი, ქ-ნი მარინა სალუქვაძე.
სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა სამინისტროს გეგმები, უპასუხა კითხვებს და მოისმინა მოსაზრებები და წინადადებები მონაწილეთა მხრიდან. ერთობლივი სურვილის საფუძველზე, გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები მინისტრსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის მომავალშიც რეგულარულად ჩატარდება.