საინფორმაციო შეხვედრა ახალქალაქში

23 November 2012

პროგრამის დეტალები ადგილობრივებს ახალქალაქის გამგეობის შენობაში სკრინინგ ცენტრის სპეციალისტმა გააცნო. რეგიონის მოსახლეობამ პროგრამის მიმართ ინეტერსი გამოხატა. აღნიშნულ პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით დარიგდა საინფორმაციო მასალა.

შეგახსენებთ, რომ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის უფასო გამოკვლევებს ითვალისწინებს. ინფორმაცია სკრინინიგის პროგრამების შესახებ ახლო მომავალში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფლებშიც გავრცელდება.