პროგრამის დეტალები ადგილობრივებს სოფ. ყარაჯალის საჯარო სკოლაში სკრინინგ ცენტრის სპეციალისტმა გააცნო. რეგიონის აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ პროგრამის მიმართ ინეტერსი გამოხატა. აღნიშნულ პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით დარიგდა საინფორმაციო მასალა. შეგახსენებთ, რომ კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში 2008 წლიდან მოქმედებს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის უფასო გამოკვლევებს ითვალისწინებს.