საყმაწვილო კონსტიტუციის პრეზენტაცია ქვემო ქართლში

14 December 2012

ქვემო ქართლის რეგიონის ქ. გარდაბნის №3 საჯარო სკოლის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ყარაჯალისა და სოფელ ქესალოს საჯარო სკოლების IX - X კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო ხასიათის - საქართველოს ახალი კონსტიტუციის პრეზენტაცია. აღნიშნულ შეხვედრაზე დარიგდა ორენოვანი, აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნილი გამოცემა "საყმაწვილო ილუსტრირებული საქართველოს კონსტიტუცია". ღონისძიების მთავარი მიზანია ქვემო ქართლის რეგიონის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეების ცნობიერებისა და სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება, რაც თავის მხრივ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია.