რომლის კოორდინირებასაც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს. კომისია ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ პირველად შეიკრიბა. შეხვედრაში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი მონაწილეობდნენ.
შევხდერაზე ყურადღება გამახვილდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ სპეციალურად გადამზადებული მასწავლებლები სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლების გარდა ასევე ორგანიზებას უწევენ ქართული ენის კლუბების მუშაობას, სადაც ენის შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სახელმწიფომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს უნდა შესთავაზოს არა მხოლოდ სახელმწიფო ენის სწავლება, არამედ მომავალში ცოდნის გამოყენების პერსპექტივაც.
"ეს გაცილებით მოცულობითი თემაა, ვიდრე მხოლოდ სახელმწიფო ენის ცოდნა. უნდა ვეცადოთ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდები საქართველოში დარჩნენ და ჩვენს სახელმწიფოს მოახმარონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები. ვგეგმავთ, კომისიის შემადგენლობაში ჩართულ ყველა სამინისტროსთან და უწყებასთან მჭიდროდ ვითანამშრომლოთ, რათა ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური იყოს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
სხდომაზე შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. საუბარი შეეხო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, სოციალური და რეგიონალური ინტეგრაციის, ასევე კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებებს. კომისიის წევრებმა სხდომაზე მათი უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარადგინეს.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ემზარ ჯგერენაიამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ იგეგმება ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი წიგნების სკანირება და ერთ პორტალზე განთავსება.
"ჩვენ გვსურს, დავანახოთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, როგორ ვუფრთხილდებით მათ ფასეულობებს", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა ზურაბ დვალმა კი აღნიშნა, რომ აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე ახალი ამბების პარალელურად იგეგმება მეხუთე რედაქციის- რუსულენოვანი პროექტის შემუშავება.
"ოთხ ენაზე საინფორმაციო გამოშვებები უკვე მზადდება და ადგილობრივი ტელეარხების ეთერში გადაიცემა. ეს ახალი ამბები საზოგადოებრივი რადიოს ეთერშიც გადის", - აღნიშნა ზურაბ დვალმა.